ძალიან მნიშვნელოვანი და პრაგმატული შეხვედრები გვქონდა დღეს პარლამენტში, რაც გამოიხატება საპარლამენტო დიპლომატიის კიდევ უფრო განვითარებით, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა ამავე კომიტეტის წევრების სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
„ასევე საუბარი იყო საერთაშორისო პლატფორმებზე გაეროს რეზოლუციებში მხარდაჭერაზე და ორივე მხარემ მადლობა გამოვთქვით, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის განსამტკიცებლად და მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანი იყო ასევე ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარება, როგორც იცით 2012 წლიდან ისინი კანდიდატები არიან, ასევე გახსნილი აქვთ რამდენიმე თავი მოლაპარაკებების. საპარლამენტო და საკანონმდებლო კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გავიარეთ“, – აღნიშნა მარიმ ლაშხმა.