კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან გზავნილი არის: დამთავრდეს ეს საბოტაჟის პროცესი და თამაშები. ძალიან ცოტა დრო დარჩა. ამ მოკლე დროში მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.