სამშაბათი, მარტი 24, 2026

ცქიტიშვილი მაია-„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საგზაო სამუშაოების ტემპი და მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა

2012 წლის ბოლოსთვის, საქართველოში სულ 68 კილომეტრი ავტობანი იყო დაგებული, 2012-20 წლებში კი სამჯერ მეტი, 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა. მხოლოდ 2020 წელს იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული. კიდევ უფრო გაიზარდა გზების რეაბილიტაციის ტემპი – განხორციელდა 3 300 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია, აშენდა და კაპიტალურად შეკეთდა 500-ზე მეტი ხიდი 10-ჯერ გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში. განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი 48 მუნიციპალიტეტში, რის შედეგად გაორმაგდა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ მოქალაქეთა რიცხვი. ქუთაისის, ზუგდიდის, ჭიათურის მოსახლეობას პირველად აქვთ უწყვეტი წყალმომარაგება. მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, მხოლოდ სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1200 ქართული კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. ორნახევარჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი – თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა. 2012 წლიდან გაორმაგდა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი, ხოლო ელექტრომომარაგების ქსელში ჩაერთო ათეულობით უშუქო სოფელი – ყველა დასახლება უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, მათ შორის ისეთი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არასოდეს მიეწოდებოდა. 2020-2024 წლებში აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც დამატებით აშენდება 200 კილომეტრი ავტობანი და ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა და თბილისიდან ბათუმში 3,5 საათში შევძლებთ უსაფრთხოდ ჩასვლას. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავისი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეძლებს გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრი. 2024 წლამდე დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ბათუმი-ახალციხის, თბილისი-საგარეჯოს, ბაკურციხე-წნორის, გურჯაანის შემოვლითი გზის და სხვა ახალი გზების მშენებლობა, რითაც დიდ ბიძგს მივცემთ რეგიონების განვითარებას, შევქნით ახალ ტურისტულ მარშრუტებს და ახალ კავშირებს. ახალი გზების მშენებლობის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1500 კილომეტრ გზას, 200-ზე მეტ ხიდსა და გვირაბს. შედეგად, 2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, თუმცა ახალი გზების მშენებლობის გარდა, 2021-2024წწ 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აქტიურად გაგრძელდება წყალმომარაგების სამუშაოები – 2024 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით მოსახლეობის 77 პროცენტი ისარგებლებს, როცა 2012 წელს მხოლოდ 25 პროცენტი სარგებლობდა 2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება და შედეგად 1 400 000-მდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს. დამატებით, ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე. კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს. რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას, როგორიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, მესტია, ველისციხე, კობი, თრუსოს ხეობა და სხვა. მომავალი 4 წლის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება ათასობით პროექტი. ჩვენს გავაგრძელებთ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების თანაბარ და სწრაფ განვითარებას, უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ქალაქებსა თუ სოფლად და შექმნის ახალ შესაძლებლობებს დასაქმებისა და კეთილდღეობისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

OnlyFans-ის მფლობელი, მილარდერი უკრაინელი ბიზნესმენი, ლეონიდ რადვინსკი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეონიდ რადვინსკი, უკრაინელ-ამერიკელი მეწარმე და პოპულარული პლატფორმის OnlyFans-ის მფლობელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი პრემიუმ კონტენტით, განსაკუთრებით ზრდასრულთა სეგმენტში, 43 წლისა  გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას. თავად კომპანიამ გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა. ოჯახი ითხოვს, რომ მათი კონფიდენციალურობა დაცული იყოს.რადვინსკი პლატფორმის წარმატების სათავეში მას შემდეგ მოექცა, რაც 2018 წელს ბრიტანელი დამფუძნებლის, ტიმ სტოკლისგან მისი მშობელი კომპანია, Fenix ​​International, შეიძინა. მისი ხელმძღვანელობით OnlyFans-მა არაჩვეულებრივი ზრდა განიცადა, ფოკუსირებული იყო ზრდასრულთა კონტენტზე და ხელი შეუწყო მრავალი ინდუსტრიის გავლენიანი პირის გაჩენასა და განვითარებას.ნამდვილი გარღვევა პანდემიის დროს მოხდა, როდესაც ლოქდაუნებმა ციფრული პლატფორმების გაფართოება გამოიწვია. ამ დროის განმავლობაში OnlyFans-მა 300 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა, ხოლო მისმა წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს.ამ ზრდის წყალობით, რადვინსკის წმინდა ქონება დაახლოებით 4.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის ფასიანი ციფრული პლატფორმების ბაზარზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.მეწარმის გარდაცვალება მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. მთავარი კითხვა ეხება კორპორაციულ მმართველობას და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომდევნო თვეებში იქნება მიღებული.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს.ისრაელის სამხედროების განმარტებით, შტაბი გამოიყენებოდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განყოფილებების საქმიანობის კოორდინირებისა და სიტუაციის შესაფასებლად. ის, ასევე, ბასიჯის ბატალიონებს განაგებდა.„დარტყმამდე სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის, გამოყენებულ იქნა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები, საჰაერო თვალთვალი და დამატებითი სადაზვერვო მონაცემები“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

დეკანოზი შალვა კეკელია – საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული – ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა

ქალბატონი თიკა რუხაძე, ჩვენი მინისტრი, თვითონ ალაგებდა სამებას, თვითონ ხვეტდა, თვითონ წმენდდა ყველაფერს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის სამზადისზე საუბრისას განაცხადა.დეკანოზის თქმით, თინათინ რუხაძე „პატრიარქთან გაიზარდა“, წლები მასთან ერთად იყო.„სიონში ყვავილები რაც იყო, თავისი ხელით დაალაგა, არავის მისცა უფლება, რომ ეს ყვავილები .პატრიარქთან გაიზარდა, წლები მასთან ერთად იყო. 20 წლის წინ გამაგზავნა მასთან უწმინდესმა, გაიგო, რომ ცუდად იყო და მითხრა, რომ მიდი მასთან და პარაკლისი გადაუხადე და აზიარეო. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა.იმდენად საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული, რომ დალაგება რომ დალაგებაა, იატაკის მოწმენდა რომ მოწმენდაა, ამასაც კი თვითონ აკეთებდნენ“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.ასევე, დეკანოზმა ისაუბრა თბილისში მიმდინარე პროტესტზეც, შალვა კეკელიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დროებით უნდა შეწყვეტილიყო.„ხომ შეიძლებოდა რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს უწყვეტი . მამა რომ გარდაგეცვალოს, სადმე წახვალ და დადგები? ბაირამობა გადადეს ჩვენმა ძმებმა. რუსთაველზე რომ გადიან ყოველ დღე, აქციებს ვგულისხმობ, ხომ შეიძლებოდა ეს დღეები არ გასულიყვნენ და მერე გაეგრძელებინათ. ეთქვათ, რომ მამა დაიღუპა, ყველანი მამასთან უნდა ვიყოთ ახლა და აქ რა გვინდა. როცა მამა გარდაცვლილი გყავს და ჭირისუფალი ხარ, ჭირისუფალს არ ევალება არსად წასვლა და რაღაცები უნდა გადავდოთ ჩვენი ჭირისუფლობიდან გამომდინარე, ჩვენი მამის სიყვარულის გამო. ამაზე დიდი შენთვის არ უნდა არსებობდეს რამე, მაგრამ ვფიქრობ ეს სექტანტური აზროვნება უფროა. აქციებზე მდგომი ყველა ძალიან მიყვარს და იმიტომ ვეუბნები“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პატრიარქის საფლავის მომლოცველთათვის

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.

პაკისტანი მზად არის, რომ ირანის, აშშ-ის და ისრაელის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ისლამაბადი მზადაა, ირანის, აშშ-ის და ისრაელის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.მანამდე, ისრაელის მედიამ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქვეყანა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს.წყაროს ცნობით, შეხვედრის შემთხვევაში შეერთებული შტატების დელეგაციაში იქნებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ხოლო ირანის დელეგაციას პარლამენტის სპიკერი უხელმძღვანელებს.

ბოლო სიახლეები