შაბათი, ივლისი 12, 2025

ცოტნე კობერიძემ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დატოვა – არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი ზურაბიშვილია, ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტკინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ

ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მივიღე ჩემთვის მძიმე და ოდესღაც წარმოუდგენელი გადაწყვეტილება – ვტოვებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“. ვტოვებ პარტიას, რომელმაც ყველაფერი მომცა: ადგილი, სადაც გავიზარდე, პირველი თანამებრძოლები გავიცანი, პირველი ადამიანი, ვისაც ლიდერს დავუძახებდი (ზურა ჯაფარიძე), პირველი მენტორი (გოგა ხაჩიძე), პირველი სამსახური (უბნის კოორდინატორი), პირველი დაუმორჩილებლობა, პირველი დაცინვა, პირველი წარმატება, პირველი იმედგაცრუება, პირველი სიყვარული – ყველაფერი პირველი „გირჩმა“ მაჩვენა და მომცა. ვტოვებ პარტიას, რომელიც ჩემნაირად, ალბათ, არავის ჰყვარებია. პარტიაში მაშინ მივედი, როცა მისი სახელიც თითქმის არავინ ესმოდა, მაგრამ მიყვარდა, რადგან ამბიცია ჰქონდა, შეეცვალა მთელი პოლიტიკური სპექტრი, წარმოეჩინა ახალი ადამიანები, ახალი იდეები, პოლიტიკის ახალი ფორმები.

დღეს კი მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება. არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა. არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს. არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება. არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი. არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა. ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტკინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ. ბოდიში, რომ არჩევნების შემდეგ საჯაროდ არ გამოვჩნდი და არ ვისაუბრე. ბოდიში, რომ ჩავთვალე – ტყუილის ართქმა საკმარისი იყო. მაგრამ მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ჩვენ რუსეთი არ გავხდებით. ეს რწმენა სამი წლის წინ იმ ხალხმა მომცა, რომლებიც პირველად ერთად ვნახე – განსხვავებულები, ფერადები, ლაღები, თავდაჯერებულები, მზრუნველები, კომპეტენტურები… უბრალოდ კარგები, ძალიან კარგები. ხალხი, რომლის ენაც პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაიგო. ხალხი, რომელიც ევროპას მიიღებს, რადგან თავადაა ევროპა. თქვენ არ წაგიგიათ. პირიქით – ყველაზე მეტი აიღეთ საკუთარ თავზე, და ახლა ყველაზე მეტად განიცდით. იცოდეთ, თქვენი დრო მოდის. სხვა რაღაცამ წააგო – თქვენ არა. „გირჩში“ ყოფნისას სხვა პროექტზე არ მიფიქრია და არ მიმუშავია. ამიტომ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რა გავაკეთებ. ვიცი მხოლოდ ერთი – მინდა ვიპოვო ადამიანები, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ და მათთან ერთად ვეცადო, ბევრი რამ შევცვალო. ჯერ მინდა გავთავისუფლდე. არ მინდა, ჩემმა ნაბიჯებმა პრობლემა შეუქმნას არც „გირჩს“, არც კოალიციას და არც ვინმე კონკრეტულ ადამიანს. თუ რამეს გავაკეთებ პოლიტიკაში, ის აუცილებლად იქნება ახალი – დაფუძნებული სიმშვიდეზე, კომპეტენციაზე, გულწრფელობაზე და სილაღეზე. თუ ვერ შევძელი, ვიტყვი, რომ მაინც ვცადე. მადლობა ყველა „გირჩელს“. თქვენ ჩემს ოჯახის წევრებზე ნაკლებად არ მიყვარხართ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ვინც მიცნობს, მიხვდება, ჩემთვის ეს ნაბიჯი რას ნიშნავს“, – წერს ცოტნე კობერიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი აღსაზრდელის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.დაღუპულის ბავშვის დედის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.„რაც მოვიდა პასუხები, არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩვეულებრივი დღე. არაფერი ყოფილა გამოკვეთილი, არც ცუდად გახდომა, არც სხვა წინაპირობა...მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ და დავტოვეთ ბაღში და წამოვედით სამსახურებში. უკვე საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი იყო დაღუპული“, – ამბობს დედა.ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.წყარო: palitravideo.ge

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ – მას უდიდესი ძალა აქვს

12 ივლისს განსაკუთრებული ადგილი უკავია მართლმადიდებლურ კალენდარში - ამ დღეს ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს, პეტრესა და პავლეს. ქრისტეს ეს ორი დიდი მოწაფე რწმენის, გამბედაობისა და ღვთაებრივი ჭეშმარიტებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა, რამაც ქრისტიანული ეკლესიის მყარი საფუძველი ჩაუყარა. მათი სულიერი ღვაწლი მილიონობით მორწმუნეს შთააგონებს და მათთვის ლოცვითი მიმართვები სულს სიმშვიდითა და იმედით ავსებს. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმინდანთა მიმართვა ჯანმრთელობის, ოჯახის კეთილდღეობის, პრობლემებისგან დაცვისა და რწმენის განმტკიცების გულწრფელი თხოვნებით.როგორ აღვნიშნოთ პეტრეპავლობა12 ივლისს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს, სახარების უდიდესი მქადაგებლებისა, რომელთა მსახურებაც ქრისტეს ეკლესიის დაარსების ქვაკუთხედად იქცა. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობითაა სავსე და მორწმუნეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაუღრმავდნენ სულიერ რეფლექსიას, ლოცვასა და კეთილ საქმეებს.1. ტაძრის მონახულება დაიწყეთ დილა ღვთისმსახურებაში მონაწილეობით. განსაკუთრებით საზეიმოა მოციქულთა პეტრესა და პავლეს პატივსაცემად აღვლენილი ლიტურგია. წმინდა ზიარების მიღება, წმინდანთა ხატების წინაშე ლოცვა და საყოველთაო საეკლესიო ლოცვაში მონაწილეობა დაგეხმარებათ ღმერთთან ერთიანობის ძალის შეგრძნებაში და თქვენი რწმენის განმტკიცებაში.2. სახლში ლოცვა ტაძრიდან დაბრუნების შემდეგ, გამონახეთ დრო განმარტოებული ლოცვისთვის. წაიკითხეთ აკათისტი ანუ სპეციალური ლოცვები, რომლებიც მიმართულია მოციქულთა პეტრესა და პავლესადმი და ითხოვენ მათ შუამდგომლობას ოჯახის, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და სულიერი დაცვის საკითხებში.3. ოჯახური სუფრა ოჯახთან ერთად სადღესასწაულო ვახშამი დღეს განსაკუთრებულ სითბოს მატებს. ტრადიციულად, სუფრაზე შეიძლება თევზის ან ზღვის პროდუქტების კერძები იყოს, რაც მოციქულ პეტრეს მეთევზეობის პროფესიის შეხსენებას აღნიშნავს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები, არამედ სიყვარულის, მადლიერებისა და კომუნიკაციის ატმოსფეროც.4. გააზიარეთ სიკეთე მოციქულების ხსოვნა ასევე შეხსენებაა მოყვასისადმი მსახურების შესახებ. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება: გაიღეთ შემოწირულება ტაძრისთვის, მხარი დაუჭირეთ გაჭირვებულებს, მოინახულეთ მარტოხელა ან ავადმყოფი. ამ დღეს გაკეთებული ნებისმიერი კეთილი საქმე ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინება იქნება.5. წმინდანთა ცხოვრების შესწავლაპეტრე და პავლე ის პიროვნებები არიან, რომელთა სულიერი გზები გვაძლევს შთაგონებას, ხელახლა დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე. დღის ნაწილი დაუთმეთ წმინდა წერილის, წმინდანთა ცხოვრების ან სულიერი ლიტერატურის კითხვას, რათა უფრო ღრმად გაიგოთ მათი როლი ქრისტიანობის განვითარებაში.

ხვიჩა და ნიცა ფოტოებს თაიმს სქუერიდან აქვეყნებენ: ამერიკული ვოიაჟი და კადრები თანაგუნდელთან ერთად

13 ივლისს აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი-სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.ფინალის საგზური „პსჟ“-მ “რე­ა­ლთან“ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა. თამაში ანგარიშით 4:0 დასრულდა. მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, კარში ოთხჯერ სცადა დარტყმა, თუმცა ორჯერ ბურთი არასწორი მიმართულებით წავიდა, ორჯერ კი „რეალის“ მცველებმა ბურთის მოგერიება შეძლეს.ტურნირის ფინალი, სადაც „პსჟ“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება,13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე კვლავ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება.ქართველი შემტევისთვის ეს მატჩები ისტორიულია. ამ განსაკუთრებულ პერიოდში კი აშშ-ში მასთან ერთად მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც იმყოფება. ეს ფაქტი გასაკვირი არ იქნება, თუკი გადავხედავთ კვარაცხელიას კარიერას - ნიცა თავაძეს ტრიბუნაზე ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩის დროს შენიშნავთ - ის ყოველთვის მეუღლის გვერდითაა და მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.ნიცა და ხვიჩა აშშ-ში დროს ასევე „პსჟ“-ის ფეხბურთელთან, რუს მატვეი საფონოვსა და მის მეუღლესთან ერთად ატარებენ. მეგობრები თაიმს ქსუერზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებენ. 

გურამ მაჭარაშვილი – რეალურად, სურათს თუ შევხედავთ, ოპოზიცია უნდა დათანხმდეს პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებას

ფილიალებად დაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გახლეჩის პროცესი დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ისინი უნდა დათანხმდნენ პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებებს, არჩევნების ტელეფონებით ჩატარებასა და მასში მოსწავლეების მონაწილეობაზე.„ბადრი ჯაფარიძე ეთანხმება სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არ ეთანხმება ჩერგოლეიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, ეთანხმება  ხოშტარიას და ეს უკანასკნელი საერთოდ არ ეთანხმება არავის, ეს არის მათი ძალიან „ლოგიკური“ გეგმა. ფილიალებად დაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გახლეჩის პროცესი დაწყებულია და დასასრულს უახლოვდება. ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს ხალხი თავიდან ბოლომდე უცხოეთზეა დამოკიდებული. ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან „დიფ სთეითად“ წოდებული ცნობილი გლობალური ომის პარტია აკეთებს იმას, რომ რეალურად შუაზე გაყო „ნაცმოძრაობა“. ნახევარს ეუბნება, რომ მონაწილეობა არ მიიღო, ნახევარს კი ეუბნება, მიიღე მონაწილეობა. ქვეყნის არევის საშუალებას სადაც ნახავს, იმის მიხედვით, ხან ერთმანეთს დააპირისპირებს და ასე შემდეგ. ეს არის რეალური სურათი.რეალურად, სურათს თუ შევხედავთ, ეს ხალხი უნდა დათანხმდეს პაატა ბურჭულაძის და მურმან დუმბაძის მოწოდებას. ერთი ამბობს, რომ ტელეფინებით ჩაატაროს არჩევნები, რაღაც თამაშობები გამართოს არჩევნებზე და მეორე ამბობს, რომ მე-10-დან და მე-12 კლასელების ჩათვლით მოსწავლეებს არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინოს. მგონი, ცუდი აზრი არ არის, რომ „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მისმა ფილიალებმა სწორედ ბურჭულაძეს და დუმბაძეს მიმართონ. სანახაობრივადაც კარგი იქნება და ალტერნატიულ საქართველოში ისედაც აპირებენ და ცხოვრობენ კიდეც. პარალელურად, არჩევნებსაც ჩაატარებენ. შეიძლება კიდეც აირჩიონ თავიანთი მერები, მგონი, გამზადებული ჰყავდათ პრემიერი ვაშაძე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე ჰყავთ და მერე მინისტრებს გადაინაწილებენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არსებობს.„რაც შეეხება თავად თვითმმართველობის არჩევნებს და მის ჩაშლა-არჩაშლას, ეს ხალხი პირდაპირ აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არსებობს. აღიარებს, რადგან ჩვენზე მეტჯერ საუბრობენ თვითმმართველობის არჩევნებზე და 4 ოქტომბერზე. შენ თუ გინდა, რომ ყველაფერს ბოიკოტი გამოუცხადო, არ უნდა გაინტერესებდეს, როდის არის თვითმმართველობის არჩევნები, ჩატარდება თუ არა. როგორც კი, შენ გინდა, იმუშაო იმაზე, რომ ქვეყანაში რევოლუციები მოახდინო, გვახსოვს დუმბაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ ყველგან წააგო, ქუჩაში, პარლამენტში და უცხოეთშიც აღარ სცალიათ და ერთადერთი რევოლუცია მოდის. მიწაზე ყურდადებული ელოდებიან რევოლუციას. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ მხარდამჭერები არსად აღარ გყავს და ძალადობაზე გადადიხარ. ხაბეიშვილმაც იგივე თქვა, ეს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დავამხოო. ძალიან აჭრილები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებს კი აღიარებ და ისიც იცი, რომ წააგებ, მაგრამ ახლა გინდა, ეს ყველაფერი არ შედგეს, რადგან უცხოეთიდან ასე გეუბნებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი – საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს

სინდისის პატიმრები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც ზურაბიშვილი წერს, ეს საჭიროა, „რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“.„სინდისის პატიმრები, უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ, რეპრესიული კანონები უნდა გაიწვიონ, საერთაშორისო ადმინისტრაციით ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, რათა საქართველომ თავისი დამოუკიდებელი გზა დაიბრუნოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბოლო სიახლეები