ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024

ცოტნე ივანიშვილი: მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე – ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე, მმართველი პარტიის აქციას შეუერთდა.

მისი თქმით, ქვეყანა დგას ომისა და მშვიდობის არჩევანის წინ.

“მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ “ქართულ ოცნებას”.

ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს. მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები. ”  – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა “ქრონიკასთან”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი: თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის აუცილებელი და აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს

თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად ბარათაშვილის ხიდიდან მსვლელობაში მონაწილეობს. „თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის აუცილებელი და აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს და არა ქვეყნის გარედან ისინი, ვისაც საქართველო არ აინტერესებს. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ლოზუნგი და აი, ამ იდეას, ამ მოწოდებას მივყვებით დღეს. იმდენი ხალხი, რაც დღეს აქ არის შეკრებილი, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ. ასეთი ერთსულოვნება ქართველი ხალხის, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ და ეს იქნება სწორედ ის, რაც გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მტრებზე, ეს იქნება ერთსულოვნება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რატი ბრეგაძე “ქართული ოცნების” შეკრებაზე: ჩემი საქართველო აქ არის

"ჩემი საქართველო აქ არის ", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. რესპუბლიკის მოედნიდან და ბარათაშვილის ხიდიდან „ქართული ოცნების“ ლიდერების და მხარდამჭერების მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობს ცოტნე ივანიშვილი. მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც „ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მმართველი გუნდის წევრები მიმართავენ. ამ წუთებში კი თავისუფლების მოედანზე კონცერტი მიმდინარეობს. სცენაზე გამოდიან ის შემსრულებლები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნების“ გასვლით ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას.  

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნულმა ოფისმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა, დოქტორანტებისთვის, პოსტდოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და სამომავლოდაც შეიტანს „ჰორიზონტი ევროპის“ განვითარებაში და ამ პროცესისგან თავადაც დიდ სარგებელს მიიღებს. „ისეთი მნიშვნელოვანი ფონდი, როგორიც „ჰორიზონტი ევროპაა“ მორიგ შეხვედრას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ატარებს, რომელიც ნამდვილად არის ინსტიტუცია, სადაც სერიოზული სამეცნიერო პროდუქცია იქმნება და მნიშვნელოვანი წვლილი მეცნიერების განვითარებაში შეაქვს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში პარტნიორების მოძიება არ უჭირს, იმდენად, რამდენადაც ჩვენი მეცნიერ-მკვლევრები საინტერესო, მნიშვნელოვან და ღირებულ კვლევებს ატარებენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებთან კოლაბორაციაში. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ჩინეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თავმოყრილია ინოვაციური იდეების, გამოგონებების დიდი რაოდენობა, რასაც რეალიზაცია, ინოვაციური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა სჭირდება. შესაბამისად, „ჰორიზონტ ევროპა“ და ზოგადად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოლაბორაცია, ამ მიმართულებით განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპა“ არაერთ საინტერესო საგრანტო კონკურსს გვთავაზობს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევრებს დააინტერესებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სწორად და ზუსტად ახორციელებს სამეცნიერო პოლიტიკას უნივერსიტეტში, იმ საუნივერსიტეტო დიპლომატიას, რომელსაც ეფუძნება „ჰორიზონტი ევროპის“ პოლიტიკა და ფილოსოფია. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთაც უნივერსიტეტი განვითარების ყველა შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ. სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, ქეთევან ქოქრაშვილი, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ლევან ხეცურიანი, „ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ ეროვნული საკონტაქტო პირი, ეკატერინე სანაია, „მარია სკლოდოვსკა კიურის (MSCA) შესაძლებლობები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირი, თეონა მაისურაძე, „ერა ფელოუშიფი (ERA Fellowships) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ გაფართოების ეროვნული საკონტაქტო პირი, ნინო როდონაია, მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის ეროვნული კორესპონდენტი საქართველოში, ნანა გაბიტაშვილი.

მანანა თოქმაჯიშვილი: ისეთი სიხარულით აზიარეს ტალახით დასვრილი საფეხმავლო ბილიკის ფოტოები, გეგონება რაღაც სენსაციური მოხდა ან ეს პარკი მტრის საკუთრება იყოს და არა საკუთარი ქალაქის

ზღვის უბნის პარკის მიმდებარედ წყლის მილი დაზიანდა და პარკის საფეხმავლო ბილიკები დატბორა. რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა. "კი, წყლის მილი დაზიანდა გზაზე, ლაფი ჩამოვიდა ფერდიდან ზღვისუბნის ახალ პარკში და რა? რაა ამაში ან გასაკვირი ან რა შუაშია თანხა, რომელიც დაიხარჯა თბილისის ყველა დიდი პარკის მოსაწყობად? მეტი რომ დახარჯულიყო ან ნაკლები, ამით გამოირიცხებოდა წყლის მილის დაზიანება გზაზე? ისეთი სიხარულით აზიარეს ტალახით დასვრილი საფეხმავლო ბილიკის ფოტოები, გეგონება რაღაც სენსაციური მოხდა ან ეს პარკი მტრის საკუთრება იყოს და არა საკუთარი ქალაქის. ტალახი კი გაიწმინდება, მაგრამ ამდენ ბოღმიანს რა ეშველება, ასე რანაირად ცხოვრობენ, როგორ არ უხარიათ ის სიკეთე, რითაც მათმა შვილებმაც და ახლობლებმაც უნდა ისარგებლონ?"- ასე გამოეხმაურა თბილისის მერიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მომხდარ ფაქტს.

დღეს ქართველი ხალხი ღია არჩევნებს ატარებს მთელი მსოფლიოს დასანახად, დღეს ყველა მხოლოდ საქართველოს ვირჩევთ – თამარ ჩიბურდანიძე

დღეს ყველა დაინახავს გაბრაზებული ქართველი ხალხის ერთობას, რომელიც არაფრის ფასად არ თმობს მშვიდობას, აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრებას. არ თმობს ტრადიციებს და სურს ღირებული დემოკრატიის მიღება, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, დღეს ქართველი ხალხი ირჩევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ირჩევს საქართველოს, რწმენას და ქართული ღირებულებების გადარჩენას. „დღეს საქართველო ერთიანია, ისე როგორც არასდროს! დღეს ქართველი ხალხი ირჩევს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ირჩევს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენის, ჩვენი ღირებულებების გადარჩენას! ოპოზიციის მტრულმა ქმედებებმა, დასავლეთის ზეწოლამ და ყალბი დემოკრატიის პროპაგანდით ერის სინდისის შეურაცხყოფამ, საქართველო ფეხზე დააყენა. დღეს კიდევ ერთი ისტორია დაიწერება. დღეს ყველა დაინახავს გაბრაზებული ქართველი ხალხის ერთობას, რომელიც არაფრის ფასად არ თმობს მშვიდობას, აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრებას. არ თმობს ტრადიციებს და სურს ღირებული დემოკრატიის მიღება. დღეს ქართველი ხალხი ღია არჩევნებს ატარებს მთელი მსოფლიოს დასანახად. დღეს ყველა მხოლოდ საქართველოს ვირჩევთ!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ბოლო სიახლეები