ცოლ-ქმარი ტყეში წაიყვანეს და გაკოჭილები მანქანაში დატოვეს – ქურდობა აბაშაში

Read Time:27 Second

აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ სეფიეთიდან ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ.

ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს მხოლოდ ტელეფონი წაართვეს, რადგან მათ თანხა არ ჰქონდათ.

ამის შემდეგ, იარაღის მუქარით ისინი ტყეში შეიყვანეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს.

მოგვიანებით, მიკროავტობუსის მძღოლმა გადმოსვლა და გზაზე დახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო.

ამ დროისთვის ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევენ.

აბაშის სოფლებში, ასევე მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის გზებზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ბერაია: ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება. ნებისმიერი სახის განცხადება, რომლის საშუალებითაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოებას საპირისპირო უამბონ, არის სრული სპეკულაცია
Next post გიორგი ვოლსკი: ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის მიზეზით რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო – რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფებისადმი საბოტაჟი გაგრძელდება