ტიკტოკში ცნობილ მრავალშვილიან წყვილს მარიამ მამარდაშვილსა და გიორგი შუკაკიძეს უცნობი პირები სახლთან მიუცვივდნენ და საცხოვრებელს ქვები დაუშინეს, ამის შესახებ ცოლ-ქმარი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
„ხუთბავშვიან ოჯახს წუხელ, ღამის ორის ნახევარზე, თავს დაგვესხნენ. სახლს ქვები ესროლეს და დააზიანეს გარე ფასადი. ჩემს მოსაკლავად იყვნენ მოსული —სამი ბიჭი. გადამეკიდნენ, რადგან დიდი აუდიტორია მყავს და ხალხი გვეხმარება,“ – ამბობს შუკაკიძე.
ვრცლად ↓