ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი, ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილი გარდაიცვალა.
იგი 14 თებერვალს დაკრძალეს. მისი დედა, ნინო გელდიაშვილი, ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.
ნინო გელდიაშვილი ღიად საუბრობს შვილის ნარკოდამოკიდებულებაზე და აცხადებს, რომ არ სურს სიმართლის დამალვა.
ვიდეომიმართვაში ნინო გელდიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი შვილი, გიორგი, ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა უნარებით. თუმცა, მისი სისუსტე და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ტრაგიკულად დასრულდა. დედა პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ნარკოტიკების გამავრცელებლების წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა ისინი გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.