საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, პუბლიცისტის ბატონი ოთარ გამყრელიძის გარდაცვალების გამო.
ბატონმა ოთარმა თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰუმანიზაციასა და განვითარებაში, ასევე, იურისტთა მომავალი თაობის აღზრდაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ოთარის ოჯახს, მის ახლობლებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებსა და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას.