ცნობილი ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დიმიტრი ყოჩიაშვილი გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო.
დიმიტრი ყოჩიაშვილი დილით, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დღეს, დილით გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„დიტო ექიმი ყოველ დილა ვარჯიშობდა. დღეს, დილით ცუდად გამხდარა და გზაზე ჩაჩოქილა. გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ძალიან მხნედ იყო.
რამდენი მადლიერი ადამიანი ჰყავს, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ყველას იმედი, მიმხედი, პატრონი იყოო, დიტო ექიმზე უნდა ვილაპარაკოთ. ძალიან მძიმე ამბავია და ყველა ისე განვიცდით, როგორც ოჯახის წევრის გარდაცვალებას”- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.
სოციალურ ქსელში ექიმის გარდაცვალებას ასობით პაციენტი და რიგითი მოქალაქე გამოეხმაურა.
მოქალაქეები წერენ, რომ გარდაცვლილი არამხოლოდ მუნიციპალიტეტს, მთელ ქვეყანას დააკლდება.დიმიტრი ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 32 წლის განმავლობაში მუშაობდა.