ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა

აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნით თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Respublika იტყობინება.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შუალედურ შედეგებზე ისაუბრეს – ყველა შემთხვევაში ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა.

თემურ გულია: ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები საკოორდინაციო საბჭოსა და პარლამენტის დეპუტატებს შორის, რომლებიც ურთიერთობენ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტთან და გადასცემენ მას ჩვენს წინადადებებს.

კან კვარჩია: მათ შემოგვთავაზეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ბადრა გუმბას დანიშვნა. მას ყველა პატივს ვცემთ, მაგრამ ის მაინც ბჟანიას გუნდის წევრია. იმასაც ამბობენ, რომ ჩვენი პიროვნება პრემიერ-მინისტრად დაინიშნება. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ამ წინადადებით.

ჩვენ შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი: ყველა წავიდეს – პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ლაშა აშუბა არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად იმუშავებს.

მეორე ვარიანტი: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დატოვებენ თანამდებობებს, პრეზიდენტი ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც მისაღებია ყველა მხარესთვის.

თუ ისინი დათანხმდებიან კომპრომისულ ფიგურას, ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფოს მეთაურის არჩევამდე იქნება. – წერს „რესპუბლიკა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი, პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.შემოსავლების სამსახურსი გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე მისი მოადგილე მინდია გრძელიძე და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ჰუგო დებრუა.ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ესპანეთის ელჩი ისრაელში, კონსულტაციებისთვის გამოძახებიდან 6 თვის შემდეგ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ისრაელში ესპანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე საქმეთა რწმუნებულის დონემდე დაქვეითდა. პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, არც ისრაელს ჰყავს თავისი ელჩი ესპანეთში. ოთხშაბათს, 10 მარტს, ოფიციალურმა მადრიდმა ოფიციალურად გააფორმა ისრაელში ესპანეთის ელჩის, ანა მარია სალომონის თანამდებობიდან გათავისუფლება. ის უკვე იყო კონსულტაციებისთვის გამოძახებული გასული წლის სექტემბერში, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ღაზის სექტორზე დაწყებული სამხედრო შეტევის გამო, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაძაბულობის ზრდამ პიკს მიაღწია.ანა მარია სალომონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აწ უკვე ყოფილ ელჩს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადეს. ელჩის გათავისუფლება საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის „წინადადებით“ და სამშაბათს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე „მსჯელობის შედეგად“ მოხდა.სანამ სალომონის შემცვლელს დანიშნავენ, საელჩოს რანგი, დროებით, საქმეთა რწმუნებულის დონემდე მცირდება, რაც დიპლომატიურ იერარქიაში მეორე, უფრო დაბალი საფეხურია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად არც ისრაელს ჰყავს თავისი ელჩი მადრიდში, რადგან 2024 წლის მაისში, ოფიციალური მადრიდის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, როდიკა რადიან-გორდონი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს და მას შემდეგ ეს სტატუსი არ აღდგენილა. შესაბამისად, ისრაელის უმაღლეს წარმომადგენლად მადრიდში საქმეთა რწმუნებული, დანა ელრიჩი რჩება.ესპანეთის შემთხვევაში, ამ ქვეყნის მთავრობამ თელ-ავივიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახების გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერ იოლანდა დიასისა და ახალგაზრდობისა და ბავშვთა მინისტრის, სირა რეგოს ისრაელში არშეშვების გამო მიიღო, თუმცა პედრო სანჩესისა და ნეთანიაჰუს მთავრობებს შორის ურთიერთობები მანამდეც უკვე დაზიანებული იყო. სანჩესი ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი საერთაშორისო ლიდერია და ისრაელს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.ეს ურთიერთობები, სავარაუდოდ, მოკლე ვადებში არ გამოსწორდება. ბოლო დღეებში სანჩესმა კვლავ გააჟღერა სლოგანი „არა ომს“, რათა ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვა გაეკრიტიკებინა. ამან ახალი კრიტიკა გამოიწვია ისრაელის მთავრობის მხრიდან, რომელიც ესპანეთს აიათოლების რეჟიმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

დონალდ ტუსკი: პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირის თავდაცვის სასესხო პროგრამისთვის ვეტოს დადებას აპირებს

პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი აპირებს ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირის თავდაცვის სასესხო პროგრამის (SAFE) განხორციელებას ისახავს მიზნად - ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.„მივიღეთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ნავროცკიმ გადაწყვიტა, ვეტო დაადოს ევროკავშირის თავდაცვის სასესხო პროგრამა SAFE-ის (Security Action for Europe – „მოქმედება ევროპის უსაფრთხოებისთვის“ - რედ.) კანონპროექტს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.„მე ვკითხავ პრეზიდენტს, ნამდვილად ასეა თუ არა ეს, რადგან ეს მიუტევებელი შეცდომა იქნება “, - აღნიშნა მან.ტუსკი ამბობს, რომ მთავრობა ახლა „B გეგმაზე“ იმუშავებს, რათა ევროკავშირის ფულადი სახსრების პოლონურ ბიზნესამდე მიღწევა უზრუნველყოს. მისივე თქმით. ამ ფულს „ასობით კომპანია“ ელოდება.„ჩვენ ვიპოვით გზას, რათა ეს თანხა პოლონელმა ხალხმა მიიღოს“, - დასძინა მან.შემოთავაზებული „SAFE 0%“ სქემის განსახილველად, დონალდ ტუსკი, თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშთან და ფინანსთა მინისტრ ანჯეი დომანსკისთან ერთად, პრეზიდენტ ნავროცკისა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, ადამ გლაპინსკის უნდა შეხვდეს.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისმა მთავრობამ მოითხოვა დეტალები, თუ რა წვლილს შეიტანდა ქვეყნის ეროვნული ბანკი პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსებაში, მაგრამ პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია.„იმ მხრიდან წამოსული ყველა სიგნალი მიანიშნებს, რომ ჩვენ საკმაოდ საეჭვო ოპერაციებთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ტუსკმა და დასძინა, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმეში სრული სიცხადის შეტანას აპირებს.ნავროცკი და გლაპინსკი მემარჯვენე ოპოზიციის ბანაკიდან არიან და ტუსკის ცენტრისტულ, პროევროპულ პოლიტიკას მკაცრად ეწინააღმდეგებიან.„ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა“ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, სამხედრო შესყიდვების მიზნით, 150 მილიარდ ევრომდე დაბალპროცენტიანი სესხების გამოყოფას უზრუნველყოფს.პოლონეთი ამ თანხიდან დაახლოებით 44 მილიარდ ევროს მიიღებს. მთავრობის განცხადებით, სესხის 80 პროცენტზე მეტი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიაში, ისეთი პროექტების დასაფინანსებლად დაიხარჯება, როგორიცაა „აღმოსავლეთის ფარი“, აგრეთვე დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება.სესხის გადახდა 10 წლის შემდეგ დაიწყება და 2070 წლამდე გაგრძელდება. წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

ბრიტანული სამხედრო-საზღვაო გამანადგურებელი კვიპროსისკენ მიემართება

სამშაბათს საღამოს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდმა Dragon-მა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ აიღო კურსი.ლონდონის მიერ ამ რეგიონში სამხედრო გემის გაგზავნა მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკეს, კვიპროსისთვის შექმნილ პოტენციური საფრთხეებზე დაგვიანებული რეაგირებისთვის.ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, გემი ძალიან მოკლე დროში აღიჭურვა - სამუშაო, რომელსაც ჩვეულებრივ დაახლოებით ექვსი კვირა სჭირდება, ექვს დღეში დასრულდა. სამხედრო-საზღვაო გამანადგურებელი კვიპროსის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დაახლოებით ხუთ დღეში ჩავა.ამავდროულად, ლონდონი-სიტის გადაზიდვებისა და დაზღვევის სექტორის წყაროები იუწყებიან, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობა, სიფრთხილის მაღალი ხარისხის დაცვით, ისევ გრძელდება.ბერძნულ საზღვაო გადამზიდავ კომპანიებთან დაკავშირებულმა ტანკერებმა უკვე ჩატვირთეს ნავთობი სპარსეთის ყურეში და სრუტისკენ მიემართებიან, რამდენიმე გემი კი დაბალი სიჩქარით მოძრაობს ან გაჩერებულია. ამავე დროს, საზღვაო გადაზიდვების მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო დღეებში რეგიონში გემების მიმოსვლა, ჩვეულებრივ მაჩვენებლებთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა, რადგან ბევრი გემის მფლობელი, შექმნილი სიტუაციის გამო, ლოდინისა და დაკვირვების ტაქტიკას ირჩევს.როგორც ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს განუცხადა, გაერთიანებული სამეფო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ნავთობის საერთაშორისო სტრატეგიული მარაგების ბაზარზე გატანაში იმ შემთხვევაში, თუ ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე იმოქმედებს.ამასთან, გაზრდილი სამხედრო აქტივობა ფიქსირდება ბრიტანულ ავიაბაზაზეც, საიდანაც, ირანის სამხედრო ობიექტებისთვის დარტყმების მისაყენებლად, სამშაბათს, სულ მცირე, სამი ამერიკული B-1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა.ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის (ERTNews) კორესპონდენტი ლონდონში, ევდოკია ლიბერი

ნიკოლ ფაშინიანი – ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით – ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან...

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა“.„თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაწუხებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.ცნობისთვის, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ბოლო სიახლეები