ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა.
მუნდიალის დარჩენილი 6 საგზურისთვის 22 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის 16 ევროპიდან, ხოლო დანარჩენები ერთმანეთს კონფედერაციათა შორის პლეი ოფში დაუპირისპირდებიან.ევროპის ზონაში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია
უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინა
მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.
უკრაინა – შვედეთი
პოლონეთი – ალბანეთი
პირველ წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.
თურქეთი – რუმინეთი
სლოვაკეთი – კოსოვო
მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.
დანია – ჩრდილოეთ მაკედონია
ჩეხეთი – ირლანდია
მეორე წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს სახლში ჩაატარებს.
კონფედერაციათა შორისი პლეი ოფის მატჩები მხოლოდ მექსიკაში ჩატარდება – გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ახალი კალედონია – იამაიკა
გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება.
ბოლივია – სურინამი
გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის ერაყს შეხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება. ამ მომენტისთვის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 42 გუნდია გასული.
ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

