ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

ცნობილია ვინ შეცვლის დისკვალიფიცირებულ კვარაცხელიას სომხეთთან მატჩში

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებს შორის გასამართ პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვილი სანიოლი ჩვეულ ტაქტიკას არ უღალატებს და კვლავ 5-3-2 ტაქტიკით ითამაშებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდოდ ბუდუ ზივზივაძე შეცვლის და შემტევ ხაზში ის გიორგი მიქაუტაძეს შეუწყვილდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპთან მქონდა პოზიტიური, გულწრფელი საუბარი, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე, ხაზი გავუსვი, რომ მშვიდობა გვინდა, ამიტომაც დავთანხმდით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური, შინაარსიანი და გულწრფელი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.ზელენსკის თქმით, მან დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შეხვედრის დაწყებისთვის.„ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ომის დასრულების წინსვლაში. შევთანხმდით, რომ უკრაინამ და აშშ-მ ერთად უნდა განაგრძონ მუშაობა ომის რეალური დასრულებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის ლიდერობასთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობა წელს იქნება მიღწეული.პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და მთავარი საკითხები, რაც განიხილეს. პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი, შეიძლება, იყოს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ ამის შესასრულებლად. ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაში შეხვედრისას განიხილეს. ამერიკულმა მხარემ ასევე შემოგვთავაზა უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე და უკრაინა ამ შეთავაზებასაც დათანხმდა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამის განსახორციელებლად. გვჯერა, მსგავსი ნაბიჯები საჭიროა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში შეიქმნას შესაძლებლობა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების შესაქმენლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, დონალდ ტრამპს გააცნო ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა და რუსული დარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.„ვისაუბრეთ კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევეხეთ ტყვეების გათავისუფლებისა და რუსული ძალების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხს. ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა და მისი გაძლიერების შესაძლებლობა სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ დავავალეთ ჩვენს გუნდებს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადაჭრა.უკრაინული და ამერიკული გუნდები მზად არიან, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში შეხვდნენ მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების კოორდინაციის გასაგრძელებლად. ჩვენ დავავალეთ ჩვენს მრჩევლებსა და წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ეს სამუშაო. აღვნიშნეთ ჩვენი მრჩევლებისა და წარმომადგენლების – რუბიოს, უოლცის, კელოგის, ერმაკის, სიბიგას, უმეროვისა და პალისას პოზიტიური მუშაობა. შემდგომ შეხვედრებზე გუნდებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების მიმართულებით წინსვლის ყველა აუცილებელ ასპექტზე.მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი, რომ უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ამიტომაც, უკრაინა დათანხმდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას. მე ხაზგასმით აღვნიშნე პრეზიდენტ ტრამპის კონცეფციის მნიშვნელობას მშვიდობის შესახებ ძალის მეშვეობით. შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მუდმივ კონტაქტს, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ჩვენი გუნდების მეშვეობით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დონალდ ტრამპი – ირანმა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს

ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ TRUTH SOCIAL-ზე წერს.„მიუხედავად იმისა, რომ ირანმა შეამცირა სამხედრო აღჭურვილობისა და მხარდაჭერის ინტენსივობა „ჰუსიტებისთვის“, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი კვლავ აგზავნიან დიდი ოდენობის აღჭურვილობას. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ამ აღჭურვილობის გაგზავნა“, – წერს ტრამპი.მისივე თქმით, „ჰუსიტებმა“ თავად უნდა იბრძოლონ.„ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დამარცხდებიან, მაგრამ ამ გზით ისინი სწრაფად დამარცხდებიან. „ჰუსიტი“ ბარბაროსები უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და უყურეთ, როგორ გაუარესდება მდგომარეობა. ეს არ არის სამართლიანი ბრძოლა და არც არასდროს იქნება. ისინი მთლიანად განადგურდებიან“, – წერს ტრამპი.

სასიხარულო სიახლე ფრენებთან დაკავშირებით

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპულიმიმართულებებით: იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.„ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეისები 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ ხუთშაბათს, ხოლო რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით 26 აპრილიდან კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.ფორლი იტალიის სამეციდინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო ჩექაპს, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს.ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირეები პარიზისა და ნიცის მიმართულებით.„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.პირდაპირი ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და “ბოინგ 767” ტიპის ავიახომალდებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია – ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ობიექტი, ექსპრეზიდენტთან ერთად, უკვე ექსპრემიერიც გახდა

სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია - ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ობიექტი, ექსპრეზიდენტთან ერთად, უკვე ექსპრემიერიც გახდა. მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარის გამო, ხაბეიშვილმა ჯერ ზურაბიშვილი უარყო და თქვა, რომ ის მისთვის არც პრეზიდენტი და არც მნიშვნელოვანი ფიგურაა, შემდეგ კი იერიში გიორგი გახარიაზეც მიიტანა. ყოფილი პრეზიდენტის პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარია უნდა ჩამოყალიბდეს, ან პარლამენტი, ან ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ახალი ულტიმატუმი წაუყენა სალომე ზურაბიშვილსაც - 31 მარტამდე მკაფიოდ თქვას, ერთიანობის მომხრეა, თუ კოორდინაციის.გახარიას პარტიისთვის ხაბეიშვილის პოზიციები არასერიოზულია. ყოფილი პრემიერის გუნდმა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს დღეს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მათი პარტია ერთადერთია, რომელთან თანამშრომლობასაც არასდროს განიხილავენ."ნაციონალურ მოძრაობას", რადიკალური პოზიციების გამო, "ძლიერი საქართველოც" აკრიტიკებს. ხაზარაძე - ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას არავისთან აპირებენ, განსაკუთრებით კი "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომლის ცალკეული წევრებიც, მათი აზრით, პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვეღარ მოახდენენ.ოპოზიციას რეიტინგებს ახსენებს სახელისუფლებო გუნდი და ამბობს, რომ, დაშლის თუ გაერთიანების შემთხვევაში, მათ ამომრჩევლის ნდობა არ ექნებათ. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი, სხვა ოპონენტების მსგავსად, უცხოელი დამფინანსებლების დავალებების შემსრულებელია.დარჩება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკების მაგიდასთან - ეს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაირკვევა, რადგან 5-თვიანი კონსულტაციების შემდეგ, ექსპრეზიდენტის პარტიამ, ერთობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ვადა 31 მარტამდე განსაზღვრა. რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი უცნობია... მან დღეს ბრიფინგი გამართა, ისაუბრა ბევრ სხვადასხვა თემაზე, თუმცა არცერთი სიტყვა არ უთქვამს "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებსა და ულტიმატუმზე.

სააკაშვილისა და კეზერაშვილის შემდეგ გილაური – “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული "ფარას" დოკუმენტით ირკვევა, რომ ნიკა გილაურის "რეფორმატიკსმა" ამერიკაში ლობისტური კომპანია "კონტინენტალ სტრათეჯი" დაიქირავა. მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის შემდეგ, გილაური "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრია, რომელიც შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს.საუბარია ადგილობრივ სამთავრობო წრეებში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე. სახელისუფლებო პარტიისთვის, ეს ოპონენტების მხრიდან ქვეყნის დაზიანების მცდელობის მორიგი მტკიცებულებაა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გილაური, მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი ფონდებით, ერთგვარ შირმას ქმნის, რეალურად კი მხოლოდ საკუთარ ნეგატიურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნავს."კურიერმა" დღეს ნიკა გილაურისა და მისი ფონდის წარმომადგენლების ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა. გილაური "ფარა-ზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას, დღის ბოლოს, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ამტკიცებდა, რომ ლობისტები მხოლოდ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზებისთვის დაიქირავა. თუმცა, "კონტინენტალ სთრათეჯის" მიერ აღებულ ვალდებულებებში სხვა პუნქტებსაც ვხვდებით.გილაურის პოზიციების დაცვა დღეს ოპოზიციის წევრებმა სცადეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ დამფინანსებელს, პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია, ლობისტებს კი მხოლოდ კეთილშობილური მიზნით ქირაობს.ნიკა გილაურის პოლიტიკური მიზნები და სურვილები ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლების თქმით, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი რეალურად უცხოელი მფარველების ნებას ემორჩილება, მიზანი კი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. უმრავლესობის წევრებმა დღეს, შტატების მსგავსად, "ფარა-ს" ანალოგიური კანონის საქართველოში დამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.ნიკა გილაურს ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის, პირველ ეტაპზე, 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, შემდგომ 6 თვის განმავლობაში კი ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარი პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გასატარებლად, "კონტინენტალ სთრათეჯის" თვეში 100 ათას დოლარს გადაუხდის.

ბოლო სიახლეები