ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

ცნობილია ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები

გაირკვა 2024-25 წლების ერთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალური წყვილები.

პირველ ნახევარფინალში 4 ივნისს გერმანია და პორტუგალია შეხვდებიან ერთმანეთს. გერმანელებმა მეოთხედფინალში იტალიის ბარიერი გაიარეს (2:1, 3:3), პორტუგალიამ დანია დაამარცხა (0:1, 5:2 დ.დ.).

5 ივნისს მეორე ნახევარფინალში ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეოთხედფინალში ერთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა (2:2, 3:3, პენ. 5:4), საფრანგეთმა ასევე 11-მეტრიანებში აჯობა ხორვატიას (0:2, 2:0, პენ. 5:3).

ნახევარფინალები, მე-3 ადგილისთვის მატჩი (8 ივნისი) და ფინალი (8 ივნისი) გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება-კახა კალაძე

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.„ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის მიმართულებები, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 100%-ით უფინანსდებოდათ მედიკამენტები. გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით საჭიროებს მხარდაჭერასა და დახმარებას, ყველას აღმოვუჩენთ თანადგომას და 100%-ით დაფინანსდება მედიკამენტები. არ აქვს მნიშვნელობა, პირი სოციალურად დაუცველია თუ არა“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისი თქმით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება და, შესაბამისად, ძვირად ღირებული მედიკამენტები ფინანსდება. თბილისის მერია – 18, რიგ შემთხვევაში კი, გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს.„2024 წლიდან ძვირად ღირებული სამკურნალო მედიკამენტები, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მინიმუმ, 24 750 და, მაქსიმუმ, 70 110 ლარი გამოიყოფა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქემ პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართოს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად საგარანტიო წერილი გაიცემა.„გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა. უნდა აღნიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულებაა ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით. აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს ვუწყობთ და ჩვენი მხრიდან გამოიყოფა კონკრეტული თანხები, რათა დავაკმაყოფილოთ მოქალაქეთა მომართვიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი (გოკა) გაბაშვილი: წულუკიანის ,”კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე, 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო – კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ყველამ იცის...

"რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა" - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა."წულუკიანის ,,კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29 ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს.რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა" - წერს გიორგი (გოკა) გაბაშვილი. 

მიხეილ ქარელი – სააკაშვილმა ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დავიჭირე, გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება, ჯერ ორთაჭალის ციხეში მცემეს, შემდეგ კი წყლით სავსე ოთახში ოთხი...

მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში იმდენად ხიბლში შევიდა, არანაირი განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეეძლო, იმდენად აღიზიანებდა, რომ მდგომარეობიდან გამოდიოდა, ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მიმდინარე სხდომაზე 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა განაცხადა.მიხეილ ქარელმა გაიხსენა, რომ იმ დროს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა კი ის დაიბარა, დახია განცხადება და თქვა, რომ თუ კიდევ გაბედავდა მსგავსი რამის დაწერას, „თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა“.„ადამიანისთვის სულაც არ არის საჭირო უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი. მართლაც ფსიქიკურად ავადმყოფია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაშინ  თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. დამიბარა, დახია განცხადება, გაგიჟებულმა მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და, თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, ოქრუაშივილისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვხდებოდით ციხეში. მისი ქმედება ჩემთვის უკვე მიუღებელი იყო, ამის თმენის ვალდებულებაც, ფაქტობრივად, აღარ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რა ელოდა ჩემს ოჯახს, ჩემს საახლობლოს“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დაიჭირა.„ვერ აიტანა, რომ ოპოზიციის მხარე დავიჭირე, საპროტესტო მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ, მერე, ბეტონის რაღაც ოთახი იყო წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ოთხი დღის განმავლობაში. ითხოვდნენ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამას რომ ვერ იღებდნენ, უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ ოქრუაშვილიც დააპატიმრეს, გახსოვთ მისი ჩვენებაც. მერე, ჩემგან რომ ვერ მიიღო ის, რაც სურდა, მთელი ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე, მოხუც მშობლებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა. ცალკე თემაა, სამართლებრივად ეს როგორ შეფუთა, ისევე, როგორც ჩემი დედმამიშვილების – სამსახურიდან ყველა გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ თითქოს მე დავასაქმე. არადა, იმ დროს მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემმა დებმა, დედამ მუშაობა დაიწყეს. იყო ყოველდღიური გაგზავნები, რომ სახლიდან აძევებდნენ ჩემს მშობლებს და, ფაქტობრივად, ეს ვერ მოახერხეს, რადგან სოფელი, სამეზობლო უპირისპირდებოდა. საბოლოოდ კი, ამ ომის დროს, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ, ჩვენი სახლი დაწვეს და გაანადგურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი იყო, დღესაც საშიშად მიმაჩნია“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო – მიზეზი, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად განისაზღვრება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მიზეზი, შპს "მაგნატის" უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა და კითხვებზე პასუხის გაუცემლობა გახდა."კურიერს" პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად დაიწყო, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.ამასთან, იგივე მიზეზით, პროკურატურას კომისია დღეს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს, რადგან კომისიის დაბარების მიუხედავად, სხდომაზე გუშინ არც ის გამოცხადდა და კითხვებზე პასუხის გაცემა უარი თქვა.

მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ლიდერი ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს

მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელი ევგენია გუცული ქვეყნის დატოვების მცდელობისას კიშინიოვის აეროპორტში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუცული ანტიკორუფციული უწყების თანამშრომლებმა 72 საათით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოლდოვის ბიურო ავრცელებს.ეს ინფორმაცია დაადასტურა მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის პრესსპიკერმა, ანჯელა სტარინსკიმ. მისი თქმით, უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.მედიის ცნობით, მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული. მას პოლიტიკური საქმიანობის უკანონო დაფინანსებასა და 2022 წელს კიშინიოვში გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. გუცული ამ მოვლენებთან კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.გაგაუზიის ლიდერის დაკავებას წინ უძღოდა მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის განცხადება უკანონო დაფინანსების საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის დასრულების შესახებ.2024 წელს ევგენია გუცული შეიყვანეს აშშ-ისა და ევროკავშირის სასანქციო სიაში. ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ ის და კიდევ რამდენიმე გაგაუზიელი პოლიტიკოსი მოლდოვაში დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს.ცნობისთვის, გაგაუზია რუსულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეებით დასახლებული ავტონომიური რეგიონია. ამ რეგიონში ტრადიციულად მხარს უჭერენ რუსეთთან დაახლოებას და ეწინააღმდეგებიან მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას.

ბოლო სიახლეები