გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ოთახში ჩართულ გენარატორს უკავშირდება.
ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი საუბრობს.
„გენერატორი ჩაურთავთ, გარეთ არ გაუდგამთ თურმე, კარებიც დაუხურია ვიღაცას. არადა კარი სულ ღია იყო ხოლმე, როცა გენერატორს რთავდნენ. ეტყობა ძალიან, რომ ციოდა ეს კარიც დაკეტეს. ეტყობა კარი, რომ მიკეტეს გაიგუდნენ“, – ამბობს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, 11 კი ინდოეთის.