სამშაბათი, მარტი 10, 2026

„ციხის სამედიცინო სამსახური წამების სისტემის ნაწილია და არაფერი ჰუმანიტარული მათ არ შერჩენიათ“ – მიხეილ სააკაშვილი

„ეს სისტემა 100% დაინგრევა და ექიმები, როგორც რეპრესიული სისტემის ნაწილი, პასუხს აგებენ სხვებთან ერთად“ – ამის შესახებ რუსთავის ციხეში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი წერს.

„წინა ყოფნისას რუსთავის საპყრობილეში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო სამედიცინო პერსონალი, რომელიც ყოველთვის თბილად მხვდებოდა, მიღიმოდა, მამხნევებდა და ზრუნავდა ჩემს ჯანმრთელობაზე. მოწამვლის შემდეგ გვიან ღამით პირველი დახმარება მათ აღმომიჩინეს.

გამიხარდა, რომ აქ უკან მოყვანისას პირველ საღამოს სწორედ ისინი დამხვდნენ, თუმცა მეორე დილასვე ჩამომაშორეს ჩემი ძველი ნაცნობები და შემოიყვანეს დაშინებული, კრიჭაშეკრული, სრულიად არაკომპეტენტური ქოც-მედიკოსები, რა სამარცხვინოა!

მართალი არიან გიორგი ახობაძე და სხვა პოლიტპატიმრები, ციხის სამედიცინო სამსახური წამების სისტემის ნაწილია და არაფერი ჰუმანიტარული მათ არ შერჩენიათ.

ამათი ახლად გამოცხობილი კაციჭამიური ლოზუნგია „ნულოვანი თანაგრძნობა პოლიტპატიმრების“. აი დღეს დილითაც, მას შემდეგ, რაც „სამედიცინო“ მომსახურებაზე უარი ვთქვი, შემოვიდა ერთი კონცლაგერის „ექიმი“ და დამიწყო მორალის კითხვა. თან გამომიცხადა, რომ ჩემი მოწამვლა, რომელიც დაადასტურა ამერიკულმა და გერმანულმა ლაბორატორიებმა, ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმა, თურმე ტყუილია.

ეს „ექიმი“ იქცეოდა არაკომპეტენტურად და პროვოკაციულად, როგორც ჯერ კიდევ ვივამედში, ევროსაბჭოს წამების კომისამ დაწერა დასკვნა, რომ სამედიცინო გადაწყვეტილებებს ექიმები კი არა რეპრესიული აპარატი იღებდა და აქაური ექიმები საერთოდ, როგორც სუსის ოფიცრები ისე იქცევიან. ეს სისტემა 100% დაინგრევა და ექიმები, როგორც რეპრესიული სისტემის ნაწილი, პასუხს აგებენ სხვებთან ერთად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა

ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისივე განცხადებით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.„როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არა მხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახდენილი ოცნება – 79 წლის მასწავლებელი, ლუარა სარიშვილი სკოლაში დაბრუნდა

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, 79 წლის მასწავლებელ ლუარა სარიშვილს ოცნება აუხდა და სკოლაში დაბრუნდა. განათლების მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით ის 173-ე საჯარო სკოლაში იმუშავებს. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, საქართველოს კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.რუკაზე საქართველო კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვის რეკომენდაცია ეძლევათ.თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების მე-4 დონეა და ამ რეგიონებში გამგზავრება არ შეიძლება, რამდენადაც არის მაღალი რისკი კრიმინალის, სამოქალაქო არეულობის, ნაღმების. ამ რეგიონებში დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები. რთულია ადმინისტრაციული საზღვრების იდენტიფიცირება, რის გამოც ამ ზონებში გადაადგილებას, შესაძლოა, დაკავება ან დაჯარიმება მოჰყვეს.სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებულ რუკაზე უსაფრთხოების სტატუსები შეცვლილია თურქეთის, ერაყის, საუდის არაბეთის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა, სადაც ჩერგოლეიშვილმა და ცისკარიშვილმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს.„შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს ჩერგოლეიშვილი, რაზეც ცისკარიშვილმა უპასუხა: „მოდი, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, რა“.ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა: „ტოლი კი არა, ​ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ“. ამის შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილის მისამართით დაწერა: „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე, შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ „თბილისის მუხეთე ადგილზე“ ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე, უვიცო არარაობა“.თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: „აუ, რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს – ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ, ძვირფასო? ​გამეშვი ახლა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ბოლო სიახლეები