ნიუ იორკის შტატში ციხის ათ ყოფილ თანამშრომელს პატიმრის ცემისთვის ბრალი წაუყენეს. მსჯავრდებული გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამხრე კამერის ჩანაწერებზე ჩანს, როგორ სცემენ ოფიცრები რობერტ ბრუკსს, რომელიც ბორკილდადებული იჯდა სამედიცინო შემოწმების მაგიდაზე. ინციდენტი 2024 წლის დეკემბერში მოხდა.
სასამართლომ ციხის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წაუყენა, მათ შორის მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობისა და მტკიცებულებების გაყალბებისთვის.
ცხრა ოფიცერმა, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ, თავი უდანაშაულოდ ცნეს. კიდევ ერთი ყოფილი ოფიცერი მომავალ კვირას წარდგება სასამართლოს წინაშე. სასამართლო ექსპერტმა მსჯავრდებულის სიკვდილი მკვლელობად შეაფასა.
ცნობისთვის, სიკვდილის მომენტში 43 წლის პატიმარს მოხდილი ჰქონდა 12-წლიანი სასჯელის 9 წელი. იგი ცემამდე რამდენიმე საათით ადრე მარსის ციხეში ახლომდებარე დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ციხის ოფიცრების ნაწილს უვადო პატიმრობა, ნაწილს კი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.