ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

ცესკო – დასრულდა საჩივრების განხილვა, გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, ცვლილებები არის უმნიშვნელო, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა.

სანტურიანის ინფორმაციით, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა საბოლოო შედეგებში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა. მისივე თქმით, ასევე გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები.

„მთლიანობაში, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1 201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე – 47. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით მოთხოვნა ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თაობაზე მოთხოვნა, იყო 151.

წარმოდგენილი საჩივრებიდან ჯამურად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ან დაკმაყოფილდა 167; არ დაკმაყოფილდა 917; განუხილველად დარჩა 107 საჩივარი, რაც მთლიანობაში წარმოდგენილი საჩივრების 8.9%-ია. საჩივარი გაითხოვეს სამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე მხოლოდ 10 საჩივარია განხილვაში, რომელიც არ შეეხება კენჭისყრის შედეგებს ან უშუალოდ არ არის დაკავშირებული შედეგებთან და შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. აღნიშნული საჩივრების განხილვის ვადა 10 დღეა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საერთო ჯამში, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, გაბათილდა 12 გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები. მათ ნაწილთან დაკავშირებით ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. ასევე, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე გადაითვალა 12 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები, რომელთა ნაწილთან დაკავშირებითაც ასევე წარმოდგენილი იყო შესაბამისი საჩივრები. მთლიანობაში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ჯამურად გადაითვალა 427 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები და ხელახალი დათვლის შედეგებმა არსებითი ცვლილებები საბოლოო შედეგებში ვერ შეიტანა. საერთო ჯამში, ცვლილებები, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

სანტურიანის განცხადებით, წარმოდგენილი საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა საუბნო საარჩევნო კომისიების 290 წევრს.

ამასთან, ბრიფინგზე გიორგი სანტურიანმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებითაც.

„აქ იგულისხმება ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული წესების შესაძლო დარღვევას. სულ წარმოდგენილი იყო 114 საჩივარი. მათი უმრავლესობა შეეხებოდა სოციალური ქსელებით აგიტაციას. ჯამურად, ამგვარი საჩივრების რაოდენობა იყო 65 და განხილვების შედეგად შედგა 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნა სასამართლოებში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში გასაჩივრდა საერთო სასამართლოებში. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დავები სრულადაა დასრულებული, რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, მხოლოდ ერთი საქმე იყო ჩანიშნული დღეს. შედეგთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისე საერთო სასამართლოებში, ფაქტობრივად, სარჩევნო დავების განხილვა სრულად დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რატომ არ უნდა დავტოვოთ ტაძარი წირვის დასრულებამდე – წმინდა მამების შეგონება

რა არის თავისი არსით წირვა-ლოცვა ანუ ლიტურგია და მათზე დასწრება რაოდენ მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის? აი, რას ამბობს ამაზე წმინდა იოანე კრონშტადტელი."საღმრთო ლიტურგიის – ამ საიდუმლოს გამო ანათებს ცაზე დღისით მზე, ღამით კი მთვარე, თავის ნათელს გამოსცემს აურაცხელი ზეციური ვარსკვლავი, მიწასაც ამის გამო გამოაქვს ნაყოფი და პურითაც ამის გამო ვიკვებებით. ვიმეორებ, მიწა მხოლოდ იმისათვის იძლევა ნაყოფს – პურსა და ყურძენს, რომ ყოველდღე, ლიტურგიის აღსრულების ჟამს, წმინდა ტრაპეზზე პური და ღვინო შეიწირება. ჩვენ კი არ გვაძლევს, ჩვენთვის, ცოდვით მოწყლულთათვის კი არ მოაქვს მიწას თავისი ძღვენი (არ ვღირვართ ჩვენ ამად), მიწა ნაყოფს უსისხლო მსხვერპლის შესაწირად გვაძლევს და მოგვცემს მანამ, სანამ დედამიწაზე საღმრთო ლიტურგია აღესრულება. არ იქნება ლიტურგია და, მზე დაბნელდება, აღარც მიწა გამოიღებს ნაყოფს" - წმ. იოანე კრონშტადტელი.***შეიძლება თუ არა ლოცვის ან წირვის დასრულებამდე ეკლესიიდან გამოსვლა და წასვლა? - ეს ბევრისთვის საინტერესო საკითხია. პასუხია - არა. ლოცვასა და წირვაზე იდექი და მოიცადე დასრულებამდე. გაიხსენე იუდა გამცემლის დანაშაული და ნუ გამოხვალ ეკლესიიდან, რადგან იგი შეიქმნა დასაბამი იუდას წარწყმედისა, ვინაიდან არ დაელოდა ლოცვის დასრულებას. მიიღო თუ არა ცხოვრების პური, ადგა და გამოვიდა. მაშინვე შევიდა მასში ეშმაკი და ისწრაფოდა უფლის გაცემას. თუ შენც დროზე ადრე გამოხვალ, იმავე სასჯელს მიიღებ. მცირე დროის გამო ნუ ეზიარები იუდას სასჯელს. არ არის შენთვის მძიმე იქ დგომა და ლოდინი. არც ზამთარი გაჭირვებს შენ იქ, არც ცეცხლი, არც სხვა რაიმე გვემა, არამედ მხოლოდ მოთმინებაა საჭირო იმ ერთი ჟამისთვის. ჩვენ სხვა არაფრისათვის გვებრძანა უქმობა კვირა დღეს, არამედ, რათა ლოცვისათვის მოვიცალოთ."არ წახვიდეთ ეკლესიიდან, სანამ წმინდა მამების ლოცვას, "გიხაროდენ ღვთისმშობელო ქალწულო", "მამაო ჩვენო"-ს არ მოისმენ, რადგან ზუსტად მაგ დრომდე იმყოფებიან ეკლესიაში ანგელოზები, უფლის წმინდანებიც და თვით უფალიც. შემდეგ ტოვებენ იქაურობას. შენ აიღებ ნაკურთხ პურს და მერე დატოვებ ეკლესიას."დაბოლოს, მამა გაბრიელი წირვაზე:"თქვენ რომ ხედავდეთ, როგორი მადლი გადმოდის წირვის დროს, მზად იქნებოდით ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმით სახე დაგებანათ"...

თამარ ჩიბურდანიძე: პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან,...

ის, რაც ამათ გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელსა და მედიაში რადიკალების მხრიდან წარმოებული შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა.როგორც თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მღელვარება ზოგადად ახლავს ადამიანს მაშინ, როცა ის მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს გამომსვლელების წინაშე და ეს სულაც არ არის გასაკვირი.„ზიზღმა, მტრობამ და იმას რასაც ესენი სჩადიან - ზღვარგადასულმა ბოროტებამ, იცის საკუთარი თავის განადგურება. ეს ბოროტება უკან გიბრუნდება. უწმინდესზე იქილიკეს - ჯერ სიცოცხლეში ლანძღეს, მერე სიკვდილის შემდეგ და რა მიიღეს - ხელისუფლებას მხარდამჭერი ხალხი კიდევ უფრო მოემატა, იმიტომ, რომ ვინც მანამდე ვერ ხვდებოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, თუ ვინ არიან რადიკალები. რა იწერებოდა და მთელი ღამის და დღის განმავლობაში ქალბატონ თამარ ბაგრატიონზე, წარმოუდგენელია. მე საჯარო კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ და ამას ვასწავლი პოლიტიკოსებს და რიგით ადამიანებს წლების განმავლობაში. ეს არ აყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა ენაზე საუბრობდა სპიკერი. ქართულადაც რომ გამოსულიყო, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა ქალბატონ თამარს და რატომ - ეს არის საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას ემოციის მართვა, რაც ძალიან რთულია. გამოუცდელ კადრს კი არა, რომელსაც ამხელა ტრიბუნასთან პირველად უწევს გამოსვლა (უნდა წასულიყო, რადგან მან მიიღო მიწვევა სიტყვით გამოსვლის და ამას გვერდს ვერ აუქცევდა), გამოცდილსაც იგივე დაემართებოდა.პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა. ასეთი რამ მოსდით ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან და იმ სიტუაციაში, სადაც ისინი გამოდიან. ამასთან, იმ დარბაზში, თავში არავინ გაივლებდა, თუნდაც ფიქრად, დაცინვას. იმ დარბაზში, ასეთი საზოგადოება არ იყო. პირიქით, როცა გულწრფელად ვერ მალავ შენს დამოკიდებულებას, უფრო მეტი პოზიტივი მოდის შენს მიმართ. ის, რაც ჩვენმა რადიკალებმა გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

პარაძიუდო – რევაზ ჩიკოიძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაძიუდოში, ფინალურ ბლოკში რევაზ ჩიკოიძემ (J1,-95კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ზვიად გოგოჭური კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.გოგოჭურმა ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ის ჩიკოიძეს უნდა შეხვედროდა.ტურნირში 27 ქვეყნის 187 პარაათლეტი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტურნირის პირველ დღეს ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბა ბაღდავაძემ (J1, -81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), გიორგი გამჯაშვილი (J1, -70 კგ) და ლევან გუგავა (J2, -81 კგ).

ანტონიუ კოშტა – 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს კი ყირიმში შეჭრის შემდეგაც ევროპა შეეცადა, გაეგრძელებინა მოლაპარაკებები რუსეთთან, 2022 წელს მივხვდით, რომ რუსეთს არ სურს...

ინვესტირება უნდა განვახორციელოთ საკუთარ უსაფრთხოებაში, თუმცა მომავალში უნდა განვიხილოთ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რადგან გეოგრაფიას ვერ შევცვლით, რუსეთი ჩვენს მეზობლად რჩება, მაგრამ გვსურს, ის იყოს მშვიდობიანი მეზობელი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ პარიზის საგარეო ურთიერთობათა სკოლაში განაცხადა.„ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. წლების განმავლობაში საფრანგეთი და გერმანია აწარმოებდნენ ე.წ. მინსკის პროცესს. 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც, 2014 წელს ყირიმში შეჭრის შემდეგაც ევროპა შეეცადა, გაეგრძელებინა დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთთან. საბოლოოდ, 2022 წელს ჩვენ მივხვდით, რომ რუსეთს არ სურს ევროპასთან თანამშრომლობა. რუსეთს არ სურს, პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ჰქონდა ძალიან მკაფიო მიზანი – უკრაინის სრული ოკუპაცია, კიევში მთავრობის შეცვლა და საფრთხის შექმნა ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. ეს არის რეალობა. ევროპას არ აურჩევია ეს, მაგრამ ვეღარ ვიქნებით გულუბრყვილოები. ვერ ვიქნებით დამოკიდებული რუსულ გაზზე და საჭიროა, დავიცვათ თავი რუსული საფრთხისგან. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა კოშტამ.მისივე თქმით, ევროპას ვეღარ ექნება სხვა ძალების იმედი და ინვესტირება უნდა განახორციელოს საკუთარ უსაფრთხოებაში, ხოლო მომავალში უნდა განიხილოს რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა.„მოულოდნელი აღმოჩენა იყო მრავალი ჩვენგანისთვის, ვფიქრობ, დაახლოებით ერთი თაობის ვართ. ჩემთვის ძალიან, ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო დღევანდელი რეალობა და დროს ვეღარ დავკარგავთ. ახლა ვიცით, რომ ვეღარ გვექნება მსოფლიოს სხვა ძალების იმედი, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენი ტრადიციული მოკავშირეა. ამიტომ ჩვენ ინვესტირება უნდა განვახორციელოთ საკუთარ თავში, ჩვენს უსაფრთხოებაში. თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა, უნდა განვიხილოთ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპისთვის, რადგან გეოგრაფიას ვერ შევცვლით და რუსეთი ჩვენს მეზობლად რჩება, მაგრამ გვსურს, რომ ის იყოს მშვიდობიანი მეზობელი“, – დასძინა კოშტამ.

„როიტერი“ – ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს. ამის შესახებ „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განუცხადა.მისივე თქმით, თეირანს ვაშინგტონის წინადადებები პაკისტანის შუამავლობით გადასცეს, თუმცა წყარო ამ წინადადებების შინაარსს არ ასაჯაროებს, ასევე არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა იმავე 15-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელზეც მედია მანამდე წერდა.ამასთან, პაკისტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ პაკისტანი ელოდება ირანის პასუხს აშშ-ის შეთავაზებებზე, რომელიც ისლამაბადის საშუალებით თეირანს გადასცეს. ასევე არ არის დადასტურებული შეხვედრის თარიღი ან ადგილი.

ბოლო სიახლეები