პარასკევი, დეკემბერი 12, 2025

ჩუგოშვილი: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირება მართლმსაჯულების სისტემას აზიანებს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ირგვლივ განვითარებულ  მოვლენებს ეხმაურება.

ჩუგოშვილის განცახდებით, რომ პოლიტიკოსების კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ პროცესს ამწვავებს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მართლმსაჯულების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ზოგადად, მგონია, რომ თვითონ სისტემისთვის არის დამაზიანებელი ეს დაპირისპირება, რომელიც გარეთაც კარგად ჩანს და ზედაპირზეა. ვფიქრობ, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები დამატებით მხოლოდ აზიანებს ამ პროცესს და ამიტომ, მე თავად შევიკავებდი იმის გარჩევაში შევიდე, რა ხდება შიგნით. ერთადერთი ვისურვებდი, საბჭომ მოახერხოს და ერთიანობა იპოვოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა გამოითქვას, თუნდაც გარკვეული კრიტიკა არ უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად სისტემა დაზიანდება”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრები 17 კანდიდატს უსმენენ. მათ შორისაა, საბჭოს მოქმედი წევრი ირაკლი ბონდარენკო, ასევე მოსამართლე რომან ხორავა, რომელიც არა ერთი გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლე იყო. მათ შორის ფარული ჩანაწერებისა და ოთარ აბესაძეს საქმეებზე.

საბჭო სულ 51 კანდიდატს გაესაუბრება, კენჭისყრა კი მას შემდეგ გაიმართება, რაც გასაუბრების პროცესი ყველა კანდიდატთან დასრულდება.

კანდიდატების შერჩევა ორი კრიტერიუმით, კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის მიხედვით მოხდება.

8 იანვარს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანისნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განხორციელეს ორ რუსულ გემზე, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, თავდასხმა განახორციელა ორ რუსულ გემზე, „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“, რომლებსაც იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა ავრცელებს.გემებს კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან დაარტყეს.სპეციალური ოპერაციების სარდლობის ცნობით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოძრაობა „შავი ნაპერწკალის“ წარმომადგენლებმა.აღნიშნულ გემებს ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, აშშ-ის მიერ სანქციები აქვთ დაწესებული.

ირაკლი კობახიძე – პეტერ ფიშერი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, იმედია, მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე

აბსოლუტურად ცხადია, რომ პეტერ ფიშერს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სწორედ ამ პოლიტიკური მიკერძოების შედეგია ის, რომ მან თავი აარიდა საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც არ იყო მომგებიანი რადიკალური ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, პეტერ ფიშერს ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ეწურება და საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე იზრუნებს.„ბატონი ფიშერი არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ამის იქით არ ღირს ბევრი რამის თქმა, მას ცოტა ხანში ამოეწურება უფლებამოსილების ვადა და დავიტოვოთ იმედი, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს არა ურთიერთობების გაუარესებაზე საქართველოსა და გერმანიას შორის, არამედ, პირიქით, ამ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე. ამის იმედი უნდა დავიტოვოთ. ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის ძალიან ხშირად იჭრება ხოლმე პოლიტიკაში ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც მას უწევდა ისეთი პასუხის გაცემა, რომელიც იქნებოდა საზიანო ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მას აღარ მოუნდა ჟურნალისტებთან საუბარი. აბსოლუტურად ცხადია, რომ მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სწორედ ამ პოლიტიკური მიკერძოების შედეგია ის, რომ მან თავი აარიდა საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც არ იყო მომგებიანი რადიკალური ოპოზიციისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში მძიმე ტენდენციებია,ზოგიერთი სუბიექტისთვის მხოლოდ ახლა გახდა დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თურქმენეთში განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება.„ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვიწევდა მარტივი ჭეშმარიტების მტკიცება იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რომლებსაც აშკარად ვხედავდით ევროკავშირის მასშტაბით. გახსოვთ, როგორი კრიტიკა მოდიოდა ამის თაობაზე. გვაცხადებდნენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმის გამო, რომ ამ ტენდენციებზე ვსაუბრობდით. დღეს იმავეზე საუბრობს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით. ეს არის დღევანდელი რეალობა, ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე და ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

„ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრი“ – რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში მავნე და ძალადობრივ ბანაკში აგზავნის

რუსეთი უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეაში „მავნე და ძალადობრივ“ ბანაკში აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევში დაფუძნებული „ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრი“ ავრცელებს.ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინელი ბავშვების ჩრდილოეთ კორეის ბანაკში გაგზავნის რამდენიმე შემთხვევა დადასტურებულია.„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა, რომელიც უკრაინელი ბავშვების ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეაში გადაყვანას ეხება. ასევე არის ნახსენები სხვა ბავშვების შესახებ, მათ შორის ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბანაკში წასაყვანად შესარჩევ კონკურსში“, – წერს ცენტრის იურიდიული ექსპერტი კატერინა რაშევსკა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, არჩევნების შემდეგ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის...

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს.„არჩევნების დროს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და ეს უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „პოლიტიკოსთვის“ იცემულ ინტერვიუში.ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყოველთვის ჰქონდა „ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა“ აშშ-ის პრეზიდენტებთან და „ეს ასეა დღესაც“. თუმცა, მისი თქმით, ევროპამ ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გაამახვილოს და არა სხვებთან შედარებაზე.„მთელი გულით მე დარწმუნებული ტრანსატლანტიკოსი ვარ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროკავშირი ვართ, რომ შევხედოთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეიცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცვლებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს: რა არის ჩვენი პოზიცია, რა არის ჩვენი ძლიერი მხარე? მოდით, ვიმუშაოთ ამაზე. მოდით, ვიამაყოთ ამით. მოდით, დავუჭიროთ მხარი გაერთიანებულ ევროპას. ეს ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ შექმნილი ერების ჯგუფი უწოდა.

ბოლო სიახლეები