სამშაბათი, მაისი 27, 2025

ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტს „ამპარტავნების მწვერვალი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ამ პროექტმა შესაძლოა, კოსმოსური სივრცე პოტენციური ბირთვული ომის ველად აქციოს

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ამან შესაძლოა, კოსმოსური სივრცე პოტენციური ბირთვული ომის ველად აქციოს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში ამ გეგმას „ამპარტავნების მწვერვალი“ უწოდეს.

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტის გამო და მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას მის განვითარებაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის სახელწოდებაა „ოქროს გუმბათი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩემი გადმოსახედიდან, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ჩემი პოზიცია, დაველოდოთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას

ჩემი გადმოსახედიდან, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.ირაკლი კობახიძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, იქნება თუ არა მოქმედი მერი მმართველი გუნდის კანდიდატი დედაქალაქში.კობახიძის თქმით, ეს არის მისი პოზიცია და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.„მიწევს შედარებით ირიბი განცხადების გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტსაბჭოზე მიიღება ეს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან ალტერნატივა არ აქვს მოქმედ მერს, კახი კალაძეს. ასევე აღვნიშნე, რომ მას უკვე აქვს მომზადებული ოთხწლიანი გეგმა თბილისის განვითარებისთვის, უფრო სწორად სრულდება ამ გეგმაზე მუშაობა და ის მონახაზი, რაც მე მაქვს ნანახი, არის უკვე ძალიან საინტერესო და იძლევა საშუალებას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი გახდეს კიდევ უფრო მეტად განვითარებული, გალამაზებული, მეტად გამწვანებული, რა თქმა უნდა, დასანანი იქნებოდა, რომ განვითარების ეს პროცესი სხვა მიმართულებით წარიმართოს. დაველოდოთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, მე გითხარით ჩემი პოზიცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს არ ესმის, მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, ის ცეცხლს ეთამაშება

ვლადიმერ პუტინს არ ესმის, მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა. ის ცეცხლს ეთამაშება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ვლადიმერ პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, მე ვგულისხმობ, ძალიან ცუდი რამ. ის ცეცხლს ეთამაშება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ირაკლი კობახიძე – ზურაბიშვილამდე რომ დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული გუშინ 3 000 კაცი, მეტი არა და მაგიტომ დადის ყოველ დღე 150 კაცი, გარე...

სალომე ზურაბიშვილამდე რომ დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტომ იყო გამოსული გუშინ 3 000 კაცი, მეტი არა და მაგიტომ დადის ყოველ დღე 150 კაცი. საერთოდ ყველაფერი გაუნადგურეს რადიკალურ ოპოზიციას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.კობახიძის თქმით, ოპოზიცია გარე პატრონებმა ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანეს.„ოპოზიცია თავისით რომ იღებდეს გადაწყვეტილებებს საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტშიც იქნებოდნენ, ამ ტრიბუნას გამოიყენებდნენ, ასე თავს არ მოიჭრიდნენ ქუჩაში, რესურსი ბევრად მეტი ექნებოდათ, მაგრამ როდესაც ვიღაც ხან ოკეანის გაღმიდან, ხან ოკეანის გამოღმიდან რაღაცებს გიგეგმავს და ქვეყნის და საზოგადოების პულსზე ხელი არ უჭირავს, ასეთ დროს მიდის ასეთ მდგომარეობამდე ოპოზიცია. თვითონ რომ დაეგეგმათ საკუთარი ბედი, სხვანაირად წარიმართებოდა პროცესები, მაგრამ პატრონებმა, რომლებიც გარედან ავალებდნენ რაღაცებს, მიიყვანეს ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე, რასაც ჰქვია სრული განადგურება. ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები და ჩატარდება 4 თვეში თვითმმართველობის არჩევნები, ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას, ყველა დაინახავს, რომ მათი მხარდაჭერა იქნება ოქტომბრის მხარდაჭერასთან შედარებითაც კი ბევრად შემცირებული, რადგან ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ტრაგიკული მდგომარეობა, სადამდეც მიიყვანა „დიფ სთეითმა“, ანუ გარე პატრონმა ჩვენი ე.წ. ოპოზიცინერები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ხმალაძე – დონალდ ტრამპის წერილი იყო სტანდარტული მილოცვა, რომელიც ყველას ეგზავნება – მარკო რუბიოს მილოცვაში კი უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტანდარტულ დიპლომატიურ ფორმად აფასებს.როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, წერილის შინაარსი იმ ტიპურ ტექსტს შეესაბამება, რომელსაც ამერიკის სხვა პრეზიდენტები მსგავს თარიღებთან დაკავშირებით აგზავნიან.„თუ ნახავთ მსგავს თარიღებთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა“, – აღნიშნა ხმალაძემ.ხმალაძემ ასევე შეადარა ტრამპის წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელსაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა:„შევადაროთ ერთმანეთს მარკო რუბიოს განცხადება და დღევანდელი პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. პრეზიდენტ ტრამპის წერილი - თუ ნახავთ ასეთ თარიღთან დაკავშირებით ამერიკის სხვა პრეზიდენტების მიერ გაგზავნილ წერილებს, ლამის copy-paste-ით გადაღებულად მოგეჩვენებათ. ეს სტანდარტული მილოცვის ფორმაა. პრეზიდენტმა მიულოცა პრეზიდენტს, თუმცა პირობებში, როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურია და მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია, ხშირად ასეთი წერილები იგზავნება პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისადმი დღეს გამოგზავნილი წერილი, ჩემი აზრით, იყო სტანდარტული მილოცვა, რომელიც ყველას ეგზავნება.რაც შეეხება რუბიოს გუშინდელ მილოცვას, იმ მილოცვაში უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი. ისევ როგორც ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების მილოცვაში შინაარსია არსებითი. ორივე განცხადებაში, ისინი ქართველ ხალხს მიმართავდნენ და აღნიშნავდნენ ქართველი ხალხის დამსახურებას და არა ხელისუფლების“,- განაცხადა ხმალაძემ.

უთანხმოება ოპოზიციაში – “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი პირველია, ვინც სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ გაემიჯნა. სააკაშვილის პარტია, ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილი პირადი კომფორტისა და საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის. მწვავე პოზიცია აქვს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს. ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნებისმიერი არჩევნების ხსენება დანაშაულია, მასში მონაწილეობის შემთხვევაში კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თეატრის მსახიობები იქნებიან.ოპოზიციის კრიტიკა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ან ორივე ერთად გაიმართოს.ზურაბიშვილის ამ განცხადებას პროტესტი ადგილზე, საპროტესტო აქციაზევე მოყვა. პაატა ბურჭულაძე პირველი იყო, ვინც მკაფიოდ თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ხალხი ფუჭი სიტყვების მოსასმენად მიიყვანა.რუსთაველის გამზირის პარალელურად , სალომე ზურაბიშვილმა კრიტიკული გზავნილები მიიღო სხვა პოლიტიკური ძალებიდანაც. ნიკა მელია, ვისთვისაც ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ბუნდოვანი აღმოჩნდა, ზურაბიშვილისგან ითხოვს განმარტოს- პირადი პოზიცია გააჟღერა, თუ პლატფორმაზე არსებული პარტიების სახელით საუბრობდა.სალომე ზურაბიშვილის განცხადება გასაგები და მისაღები აღმოჩნდა ლელოსთვის. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტი სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნებია. ნებისმიერი შემდეგი მარათონისთვის ემზადება გიორგი გახარიას გუნდი. ექსპრემიერმა განცხადება პარტიის ყრილობაზე გააკეთა.ოპოზიციას დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ მათ საკუთარი მხარდამჭერებიც დაკარგეს. ამის დასტური ქართული ოცნებისთვის საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა იყო. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ პარტიები, ვინც მითითებებს უცხოელი დამფინანსებლებისგან იღებენ, ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდებიან.თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

ბოლო სიახლეები