ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა საზეიმოდ, წითელ ფერში განათდა. თბილისის მერია ჩინურ, იგივე მთვარის ახალ წელს პირველად უერთდება, – ნათქვამია დედაქალაქის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის ფესტივალის სახელით არის ცნობილი, 16 თებერვლიდან 2 მარტამდე აღინიშნება.