ორშაბათი, ივნისი 23, 2025

ჩინეთმა უნდა მოუწოდოს ირანს, არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა მოუწოდოს ირანს, არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში განახორციელა.

„მე მოვუწოდებ ჩინეთის მთავრობას, რომ დაუკავშირდეს მათ [ირანელებს] ამ საკითხზე, რადგან ისინი [ჩინელები] ჰორმუზის სრუტეზე გამავალ ნავთობზე დიდად არიან დამოკიდებულნი“,- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„თუ ისინი [ირანელები] ამას [ჰორმუზის სრუტის ბლოკირება] გააკეთებენ, ეს კიდევ ერთი საშინელი შეცდომა იქნება. მათთვის ეს ეკონომიკური სუიციდია. ჩვენ გვაქვს ამასთან გამკლავების გზები, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა იფიქრონ ამაზე. ეს სხვა ქვეყნების ეკონომიკებს ჩვენზე ბევრად მეტად დააზარალებს“, – დასძინა მან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება…“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია „ახალ და მძიმე“ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„ეს შეეხება საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მამა, მლოცველი, ყველას მამას და მშობელს 2026 წელს დავკარგავთ. მას ყველა ვიცნობთ და ამაზე წინა წინასწარმეტყველებებშიც ვსაუბრობდი.რუსეთში - მთავარსარდლის თავდასხმით გარდაცვალებას გავიგებთ აუცილებლად. მეორე მთავარსარდალი - მის გარდაცვალებასაც მალე გავიგებთ და რუსეთში ძალიან დიდი შიდა არეულობის მომსწრენი და მნახველები გავხდებით.რაც შეეხება ამერიკას, გაგიკვირდებათ და მსოფლიოში იქნება მსგავსი საკითხი და თემა, სადაც დონალდ ტრამპი იცვლება - სათავეში სულ სხვა მოდის. რაღაც პერიოდის შემდეგ მასზე, როგორც წინაზე მოხდა თავდასხმა, მსგავსი ვითარების წინაშე აღმოჩნდება. იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ, მაგრამ სავარაუდოდ, ტრამპს დავკარგავთ...ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, პოპ ვარსკვლავი, რომელსაც ძალიან ბევრი იცნობთ, დავკარგავთ. ეს იქნება სავარაუდოდ, აკრძალული ნივთიერების ზედოზირება. 25/26 წელს მოხდება.ძალიან ბევრი გარდაცვალების მომსწრეები გავხდებით მთავარ ფიგურებთან დაკავშირებით...“ - ამბობს ეზოტერიკოსი.ვრცლად ↓

ისტორიაში პირველად, საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე კანოეს სპრინტისა და პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰი იემელიანოვმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველმა პარასპორტსმენმა KL3 კატეგორიაში 200 მეტრი 39.965 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.ამ გამარჯვებით საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.სერჰი იემელიანოვმა საქართველოს პირველი მედალი ცოტა ხნის წინ გამართულ მსოფლიო თასზეც მოუტანა. მან ასევე ისტორიული მედალი პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის მარათონზე მოიპოვა.

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის განადგურება დაბომბვით შეუძლებელია

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის „ბირთვული ცოდნა“ განადგურებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა.კამალვანდის თქმით, ბირთვულ ინდუსტრიას ირანში ღრმა ფესვები აქვს და ეს ფესვები განადგურებას არ ექვემდებარება.„ჩვენ ზიანი მივიღეთ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდუსტრია დაზარალდა“, – აღნიშნა კამალვანდიმ.ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის დაბომბვით განადგურება შეუძლებელია.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ

ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი კონგრესმენი, თომას მესი, რომელმაც ირანზე აშშ-ის დარტყმები „კონსტიტუციურად არასათანადოდ“ შეაფასა.„გუშინ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, ბომბი მათ ხელიდან გამოვტაცეთ (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ), მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველა მიღებული ქებისა და მოწონების მიუხედავად, ეს კონგრესმენი ეწინააღმდეგება იმას, რაც გუშინ ღამით, ირანში ასე ბრწყინვალედ იყო მიღწეული. მადლობა ჩვენს წარმოუდგენელ სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის. ეს მართლაც განსაკუთრებული იყო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – წერს ტრამპი.

ამინდი იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები