კვირა, მაისი 25, 2025

ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი – ზვიად შალამბერიძე რადიკალებზე

ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ რადიკალებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მათ შორის ყველა ლიდერი ცდილობდა, რომ თავის ინტერესებზე მოერგო პარტიული სიები იქნებოდა, ერთიანი სიები იქნებოდა თუ რაც იქნებოდა.

„რამდენიმე თვით უკან გადავინაცვლოთ. ის მოჩვენებითი ერთობა და ერთიანობა რაც თითქოს წინასაარჩევნოდ შარშან დაიწყეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი. მათ შორის ყველა ლიდერი ცდილობდა, რომ თავის ინტერესებზე მოერგო პარტიული სიები იქნებოდა, ერთიანი სიები იქნებოდა თუ რაც იქნებოდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე მივიღეთ ის მოცემულობა, რომ მაინც ცალ-ცალკე მოუწიათ გასვლა არჩევნებზე და ცალ-ცალკე მიიღო მონაწილეობა ოთხმა პარტიამ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი. ეს მათი ერთობა არის მოჩვენებითი. შესაბამისად, ის ფაქტიც, რომ ესენი ერთიანი ვერ იქნებოდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ არავინ გადაიხდიდა გირაოს, ყველა ერთიანად გამოუცხადებდა ბოიკოტს და ა.შ. ესეც არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი. თავიდან ბოლომდე ველოდით, რომ ასეთი ქაოსური გადაწყვეტილებები იქნებოდა მათ მიერ მიღებული. დასტურდება კიდეც იმით, რომ ამ შემთხვევაში სამმა პარტიამ გადაწყვიტა არ შემოსულიყო პარლამენტში, ერთმა ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა შემოვა თუ არა. ორმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ვითომ მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 4 ოქტომბერს, დანარჩენები თითქოს არ ფიქრობენ მიღებას, მაგრამ ამავე დროს რეგიონებში დადიან და შესაბამისად, რაღაც საფუძველს ამზადებენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. თან აღიარებენ, თან არ აღიარებენ. ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, რომ ეს ასე იქნებოდა. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი, რომ მათი ერთიანობა არის ილუზია და მათი ერთიანობა არის რეალურად ის, რაც ვერასდროს განხორციელდება. აქედან არის გამომდინარე ზუსტად მათი გადაწყვეტილებები, რომ ზოგი იხდის გირაოს, ზოგი არ იხდის და ა.შ.“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხელჩართული ჩხუბი სტადიონზე! – დინამო თბილისისა და ტორპედოს შეხვედრაზე ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დინამო თბილისისა და ტორპედოს შეხვედრაზე ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.დაპირისპირების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.ნახეთ ვიდეო ⇓

დავით სონღულაშვილი – „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და სხვა პარტნიორები. თუმცა, ჩვენ არაერთხელ აღმოვჩენილვართ მესამე პოზიციაზე ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებში იმ გარემოების გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში არასტაბილურობა შექმნან, რათა ეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ხოსე მანულე ფერნანდესთან საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მანუელე ფერნანდესი 2009-2024 წლებში ევროპარლამენტის წევრი იყო.დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე.„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თქვენ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების თარიღად დაასახელეთ 2030 წელი, საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი; 2028 წლამდე ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე. მაგრამ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გარკვეულმა ძალებმა შიდა არეულობის ორგანიზებისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.დავით სონღულაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს – თუ რომელიმე ორგანიზაცია იღებს დაფინანსების გარკვეულ პროცენტს უცხოური წყაროებიდან, ის უნდა ასაჯაროებდეს დონორებს და თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ დეტალებს. ეს ნორმა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას და პოლიტიკურ პროცესებში მეტი გამჭვირვალობის შემოტანას.„კანონპროექტის შინაარსი ძალიან მარტივია: რა ღირებულება აქვს იმას, რასაც უცხოური დაფინანსებით აკეთებ? მიუხედავად ამ მარტივი პრინციპისა, ჩვენ საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს, ვინ და რატომ აფინანსებს კონკრეტულ პროცესებს ქვეყანაში. ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულია კონსტიტუციით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს."დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ.-ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

“შენ ანგელოზად იქეცი და ზეციურად ანათებ” – მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს და ასეცე სევდიან ლექსს აქვეყნებს.“ტკივილმა სული გარინდა, სხეულს ეფარა ნისლები, დღეს გიო სკოლას ამთავრებს დიდია ,დიდი ხვალიდან, საფლავზე მეგობრები და ზეიმი ახალ სახლ-კარზე შენ ანგელოზად იქეცი, და ზეციურად ანათებ.სკოლის დასრულებას გილოცავ გიო🥹🕊🕊”- წერს მარიამ ფილია.

საქართველოში შვედეთის ელჩი – შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი წერს.მისი თქმით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.„შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ეს ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, – წერს შვედეთის ელჩი.

ბოლო სიახლეები