ის, რომ ვთქვათ ჩვენ ისტორიულად გვქონდა გამოწვევები, ერთადერთი, რაც გადაგვარჩენდა და როდესაც გადაგვარჩენდა ეს იყო სწორედ პრაგმატული პოლიტიკა და ნებისმიერი საერთაშორისო გაერთიანებაც გვინდა იმიტომ, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და განვითარება – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “დებატებში”, პარტიის “ხალხის ძალა” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს გადარჩენისა და მშვიდობის შენარჩუნების საფუძველი ისტორიულად პრაგმატული პოლიტიკა იყო, ამიტომ, ქვეყნის კურსი მომავალშიც სწორედ ფრთხილ და პრაგმატულ მიდგომას, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობებში, უნდა ეფუძნებოდეს.
“ის, რომ ჩვენ ისტორიულად გვქონდა გამოწვევები, ერთადერთი, რაც გადაგვარჩენდა და როდესაც გადაგვარჩენდა ეს იყო სწორედ პრაგმატული პოლიტიკა და ნებისმიერი საერთაშორისო გაერთიანებაც გვინდა იმიტომ, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და განვითარება. ამას უწოდებდნენ რატომღაც ანტიევროპულ განცხადებას და დღეს უკვე რეალობა გახდა ეს, რომ ასევე სამწუხაროდ, მაგრამ მოცემულობაა, რომ თავად შეერთებული შტატები გამოვიდა 66 საერთაშორისო ხელშეკრულებიდან, მათ შორის ევროპული, მათ შორის, ევროპაში დაფუძნებული საერთაშორისო ხელშეკრულებიდან და გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იქნება პრაგმატული, და დღეს აქ გამოითქვა პოზიციები, რომ გადარჩენისთვის უნდა ვიღვაწოთ, დიახ, რა თქმა უნდა გადარჩენისთვის. ამ 4 წლის თავზე რომ ვართ ახლა მშვიდობაში, ეს არის სწორედ იმ პრაგმატული პოლიტიკის დამსახურება და აქ ბატონმა ნიკამ ახსენა, რომ სწორია ფრთხილი მიდგომა რუსეთთანო და კი ბატონო, კარგია თუ ამას ეთანხმებით, მაგრამ რომ გვიშლიან რუსეთთან ფრთხილ მიდგომას?” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

