ორშაბათი, მარტი 10, 2025

ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და სანამ არსებობს პოლიტიკური პარტია, ვიცით, რომ მან არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა – იაგო ხვიჩია

“როდესაც პარლამენტზე უარი თქვი, აირჩიეს ბოიკოტის ეს ფორმა და მერე ქუჩაში წინ და უკან სიარული, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რა გინდა?!” – ამის შესახებ პარტია “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გირჩში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

“ჩვენი გეგმები არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენი ძვირფასი კოლეგები რას იზამენ, რას იტყვიან ან შეიცვლიან თუ არა აზრს. ჩვენ უბრალოდ მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ საკუთარი სიტყვის ერთგული და რომ იძახიან არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, არ მიიღონ. ისედაც არ არის რელევანტური, როდესაც პარლამენტზე უარი თქვი, აირჩიეს ბოიკოტის ეს ფორმა და მერე ქუჩაში წინ და უკან სიარული, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რა გინდა?!

ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და სანამ არსებობს პოლიტიკური პარტია, ვიცით, რომ მან არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა,” – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნათია თურნავა – სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს

ეროვნულ ბანკში, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოში, მომხმარებელთა უფლებების უკეთ და მეტად დაცვის მიზნით, მუდმივად ვზრუნავთ და ვაუმჯობესებთ კანონმდებლობას. სწორედ ამას ემსახურება სესხის წინმსწრებად დაფარვის საკომისიოს ზედა ჭერის შემცირება, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონკურენციისთვის და მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში სესხის გადატანას გაუმარტივებს, რაც ნაკლებ თანხებთან იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებების შესახებ კომენტარისას განაცხადა.ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა, ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა, 0.5%-მდე მცირდება. აღნიშნული ცვლილების დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის პირველი მაისიდან მოუწევთ.„ამ ცვლილებით, პრაქტიკულად, ოთხჯერ შევამცირეთ წინმსწრების საკომისიოს მოცულობა.  ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საბანკო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ. ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და რეგულაციებით ხელმძღვანელობს. კომისია 2024 წელს ავამოქმედეთ, ამ პერიოდში 90 დავა იქნა განხილული მომხმარებელთა და საფინანსო სექტორის ინსტიტუციებს შორის, რომელიც ეხება არაავტორიზებულ გადახდებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ბარათით, ასევე მობაილბანკით“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, დავების 85% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა და 300 000 ლარამდე აუნაზღაურდათ დანაკარგი.ნათია თურნავას ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, სებ-მა ასევე დაიწყო ახალი პროგრამა, ახალი სტრატეგიის შემუშავება.„ეს პროგრამა მიზნად ისახავს არსებული რეგულაციის მეტად დახვეწას, თუ რა უნდა გაკეთდეს საფინანსო სექტორში კონკურენციის წახალისებისთვის ისე, რომ ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

ილონ მასკი კალინ ჯორჯესკუსთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გამოეხმაურა – როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?

როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში? – ასე გამოეხმაურა ილონ მასკი რუმინეთის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუსთვის მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობის აკრძალვას.მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა რუმინეთში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო და დაწერა: „როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?“შეგახსენებთ, რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ორგანომ ულტრამემარჯვენე კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა. ჯორჯესკუს კანდიდატურის დამტკიცების მომხრე კომისიის ოთხი წევრი იყო, ხოლო წინააღმდეგი – ათი.ჯორჯესკუს მხარდამჭერები რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ორგანოს შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. ჯორჯესკუს მხარდამჭერები უსაფრთხოების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური, ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიგო, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტისა და სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ნარჩენების მართვის, ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ამ მიმართულებით კვლევითი თანამშრომლობის თემებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.სამეცნიერო ღონისძიებაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სტუ-ის საპატიო დოქტორი, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილი, ინდოეთის ჯადავპურის უნივერსიტეტის ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი სადჰან კუმარ გოში, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის გარემოს დაცვის მენეჯერი ხათუნა ჩიკვილაძე, ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ბიზნესკომპანიების გარემოს დაცვის მენეჯერები, სტუ-ის მეცნიერები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.ვიცე-რექტორის განცხადებით, ნარჩენების სწორად მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში. მისი თქმით, სამეცნიერო კონფერენცია ყურადღებას ამახვილებს ნარჩენების მართვის მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებსა და ცირკულაციურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებზე.„დღევანდელ რეალობაში თითოეული ჩვენგანი ღრმად ვიაზრებთ ნარჩენების სწორად მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების დიდ მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში. ამავე მიზეზით დღევანდელი სამეცნიერო კონფერენცია ფართოდ წარმომადგენლობითია და მონაწილენი ყურადღებას ვამახვილებთ როგორც ნარჩენების მართვის მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებზე, ასევე, ცირკულაციურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებზე. ნარჩენების მართვა არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა. ის მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ჯანდაცვის ასპექტებსაც. ნარჩენების სწორად მართვით თავიდან ავიცილებთ გარემოს დაბინძურების საფრთხეებს, რომელიც თავის მხრივ ანგარიშგასაწევ საფრთხეებს უქმნის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ეკოსისტემებს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გავიზიაროთ, შევიმუშაოთ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით შევძლებთ ნარჩენების მინიმიზაციას, მათ სათანადო გადამუშავება-რეციკლირებას და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებას ცირკულაციური ეკონომიკის განვითარებით შევძლებთ. საქართველოში გვაქვს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ და დავნერგოთ ცირკულაციური ეკონომიკის უახლესი მოდელები, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრას, არამედ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას მოემსახურება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს აქვთ ფართო პოტენციალი აქტიურად ჩაერთონ ნარჩენების მართვა-შემცირების და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვაში. მიგვაჩნია ეს პროცესი მოითხოვს ერთიან ძალისხმევას - სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ასევე, ინდუსტრიების აქტიურ ჩართულობას და ეფექტიან კოლაბორაციას, რათა შევძლოთ ნარჩენების სრულყოფილად მართვა და ცირკულაციური ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ყველა შესაძლო მიმართულებით, საქართველოს მდგრადი მომავლისთვის“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. სოლომონ პავლიაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მეცნიერებს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელი ხდება ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა მდგრადი განვითარება და რესურსების მდგრადი მოხმარება, გარემოს დაბინძურების აღმოფხვრა და კლიმატური ცვლილებების შერბილება.„ცირკულარული ეკონომიკა ქმნის შესაძლებლობებს, მოვიზიდოთ ახალი ინიციატივები, რომლებიც გარემოს დაცვასთან ერთად ეკონომიკის მოდერნიზებასა და გარდაქმნას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ისეთი მდგრადი პროდუქტების წარმოება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოყენებული, ამასთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ ცირკულარულ ეკონომიკაში და მიიღონ მისგან გამომდინარე სარგებელი. საგულისხმოა, რომ ცირკულარული ეკონომიკა ბუნებრივ რესურსებს ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და საქონლის წრებრუნვის მეშვეობით ინარჩუნებს მათ ღირებულებას. ცირკულარ ეკონომიკაში პროდუქტები იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მათი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ცირკულარული ეკონომიკა პროდუქტის ხმარებიდან ამოღების შემდეგ ითვალისწინებს მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალების მეორად გამოყენებას, ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას. ყოველივე ამცირებს ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების დამატებით მყარ გარანტიებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.სამეცნიერო კონფერენციაზე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნინო ჩხობაძე, მარიამ ქიმერიძე, ხათუნა ჩიკვილაძე, GGU ჯგუფის გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი, პროფესორი სადჰან კუმარ გოში, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი და ღონისძიების სხვა მონაწილეები.სტუ-ის ინფორმაციით, ჯადავპურის უნივერსიტეტის პროფესორმა სადჰან კუმარ გოში, რომელიც, ამავდროულად, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორია, კონფერენციის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციით - „ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა და კვლევითი თანამშრომლობა“ წარსდგა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.ამასთან, 11 მარტს ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

სოზარ სუბარი Deep State-ზე: იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, თავად შტატებსაც შეუქმნა პრობლემები

Deep State-ის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის აღკვეთაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.როგორც მან აღნიშნა, იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში Deep State-ის მხრიდან შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, ბევრ ქვეყანას ავნო და არც ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა გამონაკლისი.„დღეს, როდესაც ტრამპმა დაიწყო Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას გარკვეულწილად სურს ამ გავლენების შემცირება. თუმცა, რამდენად შეძლებს და რამდენადაა ბოლომდე მონდომებული, ამაზე ამ წუთში ცოტა ძნელია საუბარი.ფაქტი ერთია - თვითონ იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, თავად შტატებსაც შეუქმნა პრობლემები.ბალტიისპირეთის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან და მეორე, რაღაცნაირად თავს იჩენს პატარა კაცის სინდრომი, იმიტომ, რომ ბალტიისპირელებს ევროკავშირში სერიოზულად არავინ იღებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები