ოპოზიციის სპეკულაციებს, რომელიც ჩინეთში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვიზიტს უკავშირდება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას აშშ და ევროკავშირი ცდილობს და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
„ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან, დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც არის მათ შორის ჩინეთი ურთიერთობები, მათ შორი ეკონომიკურ-საბანკო სფეროში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ იმ ფონზე განსაკუთრებით, როდესაც თავად შეერთებული შტატები ცდილობს, რომ გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, ევროკავშირი ცდილობს, რომ გააღრმაოს სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა, გაფორმდა მემორანდუმიც. იყო შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციასთან. წარმატებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოში ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები დაიწყო. ჩინეთთან ურთიერთობას პრობლემად წარმოაჩენენ.