კვირა, მარტი 30, 2025

“ჩვენს ძმობას, მეგობრობას, რაც გვაკავშირებს სომეხ ხალხთან, რამდენიმე ადამიანის უგუნური მოქმედება ვერ შეცვლის” – კახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების მატჩის შემდგომ მომხდარ ინციდენტზე

თბილისის მერმა და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ “ღამის კურიერის” ეთერში, საქართველოს ნაკრებს სომხეთის ნაკრებთან გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ჩვენს ბიჭებს მინდა მივულოცო საოცარი გამარჯვება და საოცარი თამაში. ორივე შეხვედრაში გუნდმა აჩვენა მაღალი კლასი და ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა თითოეული ფეხბურთელის, მწვრთნელის, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის. ასევე, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. მე ერევანშიც ვიმყოფებოდი თამაშზე და ნამდვილად არ იგრძნობოდა ის, რომ საქართველოს ნაკრები თამაშობდა გასვლით შეხვედრას,” – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა. მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედება კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, რამდენიმე ადამიანის ქმედება სომხეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს.

“რაც შეეხება კონკრეტულ ინციდენტს, ცხადია, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი. ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, ბევრმა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანა თემა, რაც, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, თუნდაც ის, რომ ეს ჩვენს ძმობას და მეგობრობას დააზიანებს, ამ კონტექსტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ.

ფაქტი აუცილებლად დასაგმობია, კატეგორიულად მიუღებელია. მაშინ, როდესაც შენ თამაშობ გასვლით შეხვედრას, ძალიან მეგობრულად მიგიღეს, ძალიან კარგი დახვედრა იყო მათი მხრიდან და ამ ტიპის ქმედებები, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია. მეორეს მხრივ, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს იმ უამრავი გულშემატკივრისთვის, რომელიც ყოველთვის ძალიან ელოდება საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრას და შეიძლება ამ ტიპის ქმედებების გამო, საერთოდ მაყურებელს აუკრძალონ სტადიონზე თამაშის ყურება და ის შეხვედრები, რომელიც საქართველოში წარიმართება, გულშემატკივრის გარეშე მოგვიწიოს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება არ მოხდება.

კიდევ ერთხელ, ჩვენს ძმობას, მეგობრობას, რაც გვაკავშირებს სომეხ ხალხთან, რამდენიმე ადამიანის უგუნური მოქმედება ვერ შეცვლის. თქვენი ტელევიზიიდან, ჩვენს სომეხ და-ძმებს კიდევ ერთხელ ძმობას, მეგობრობას ვუდასტურებ და ამ ტიპის ქმედებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ფინეთის პრეზიდენტი და მე მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს აშშ-ისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს შეხვდა.როგორც ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, ფინეთის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის აშშ-ისთვის ყინულმჭრელების შეძენა.„პრეზიდენტი სტუბი და მე მოუთმენლად ველოდებით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს შეერთებული შტატებისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოსთვის მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა სტუბმა მითხრა ყველაზე ძლიერი სიტყვებით, რომ შეერთებული შტატები ძლიერია და კვლავ დაბრუნდა. მე ვეთანხმები“, – წერს ტრამპი.შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ სტუბთან ერთად გოლფი ითამაშა. დონალდ ტრამპის შეფასებით, სტუბი ძალიან კარგი მოთამაშეა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა,დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს

ბოსტონში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, დინა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს.რიტმულ ცეკვებში ასპარეზობის შემდეგ წყვილი 73.22 ქულით მე-14 ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 117.28 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში კი 190.50 ქულა მიიღო და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2026 წელს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება.ოლიმპიადის ლიცენზია წყვილებში ასევე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს, რომელებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულეს.შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, 02:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით მამაკაცები გამოვლენ, სადაც ნიკა ეგაძე იციგურავებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონები მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი (222.06, აშშ) გახდნენ, ვერცხლის მედლები პაიპერ ჯაილსმა და პოლ პოირიერმა (216.54, კანადა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ოლივია სმარტი და ტიმ დიკი (207.11, ესპანეთი) დაეუფლნენ.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს.„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას.როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ალბანეთში ქრისტიანობა I საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო პირველი ფართო ქრისტიანული გაერთიანებები III საუკუნიდან გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ალბანეთის ეკლესია მოწამებრივ ღვაწლშია და ახლაც, როდესაც უნეტარესი ანასტასიოსის შემდეგ თქვენ ხდებით საჭეთმპყრობელი ამ ტახტის, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია; მაგრამ უფალი, რომელმაც ინება თქვენი აღსაყდრება, შეგეწევათ ჯვრის მტვირთველობაში და მოგცემთ ძალას შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა.ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს ეკლესიას, მთელ ალბანელ ხალხს და სიყვარულით გილოცავთ ინტრონიზაციის დღეს.ღმერთმა შეგაძლებინოთ, თქვენი მმართველობა ჩვენს რთულ დროში იყოს სიმშვიდით, სიყვარულითა და სიბრძნით გამორჩეული.ღმერთმა დალოცოს ალბანეთი და ინებოს ალბანეთის წმინდა ეკლესიის შემდგომი წინსვლა და აღორძინება“, - აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის.ამის შეასხებ პეტრას აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.„რუსული სტილით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტია „დროას“ თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობა მაღალ საფასურს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხაებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

📽️მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ – რა თქვა სასამართლოზე ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა

მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ - კურიერი P.S-ის ექსკლუზივი.რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი.„საკმარისი დრო გავიდა, რომ ადამიანებთან ვიყო და მომეცეს საშუალება. თუ არ გაამართლებს დამაბრუნეთ უკან...“, - თქვა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე.ნახეთ ანონსი ⇓ 

ბოლო სიახლეები