ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

ჩვენი ცხონებული თორნიკეს და და დისშვილი… თოკოს ეკლესიის გუმბათი დაეცა და…ვინ არიან აჭარაში ავარიის დროს დაღუპულები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა.

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ აჭა­რა­ში. ქო­ბუ­ლე­თი ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­სა­მე პირი – კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ.ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა სო­ფელ ხუ­ცუ­ბან­თან მოხ­და.

არსებული ინფორმაციით, ავარიაში დაღუპულ ქალს, წლების წინ ჯერ ძმა გარდაეცვალა. როგორც კომენტარებში წერენ, ახალგაზრდა ბიჭს ეკლესიის გუმბათი დაეცა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. როგორც პრემიერმა სოროკას სამედიცინო ცენტრის მონახულებისას განაცხადა.„მე გავეცი განკარგულება, რომ ხელშეუხებელი არავინაა. მირჩევნია, ქმედებებმა თავად თქვას სათქმელი. ყველა ვარიანტი ღიაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, აშშ-ის ჩართულობა ომში „პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია“.„ის გააკეთებს იმას, რაც უმჯობესია ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც უმჯობესია ისრაელისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ტრამპმა „იცის თამაში“.ასევე, ნეთანიაჰუს აღნიშნავს, რომ ისრაელს შესწევს უნარი, დამოუკიდებლად განახორციელოს მთელი მისია.„ამ ოპერაციის დასასრულს არ იქნება არავითარი ბირთვული საფრთხე ისრაელისთვის და არ იქნება არავითარი ბალისტიკური საფრთხე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ბერდია სიჭიანავა-ეს კაცი გიორგი ჭოლაძე ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილმა,რაც...

ეს კაცი გიორგი ჭოლაძე ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრობის კანდიდატად წარადგინა სააკაშვილმა,რაც ,,ოცნების'' პარლამენტმა მაშინ ჩააგდო.პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოძახებული ჭოველიძე მინისტრობის დროს "გამარჯობის თქმასაც ვერ უბედავდა" გიორგი გახარიას, ამიტომაც ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ კომიკური იყო ის ჩვენება, რომელიც მამუკა ბახტაძის აპარატის მაშინდელმა ხელმძღვანელმა წულუკიანის კომისიას მისცა.გიორგი ჭოლაძეზე საუბარი ცოტა კომიკურია. როგორი რიხიტაც ის საუბრობდა საგამოძიებო კომისიაზე, თიტქოს ეპაექრებოდა საუბარში გიორგი გახარიას, მაშინ როცა გამარჯობის თქმასაც ვერ ბედავდა და თავდახრილი დადიოდა ეს კლერკი ბახტაძის. მისი მიცემული ჩვენების განხილვა სერიოზული არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ცრუ მოწმე, რომელმაც ცრუ ჩვენება მიაწოდა საგამოძიებო კომისიას და აუცილებლად, ამ ადამიანებს  სამართლებრივ სახელმწიფოში ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ. რაც შეეხება გერმანიის ელჩის იქ ყოფნას, რა არის ამაში გასაკვირი, რომ გერმანისი ელჩი ყოფილიყო პარლამენტის შენობაში, რამე დანაშაული ჩაიდინა ამით ან იქ ყოფნით? ვინმეს რამე მოუწოდა? ამიტომ სისულელეა ამაზე საუბარი", - აცხადებს ბერდია სიჭიანავა.ჭოლაძის თქმით, მას შემდეგ რაც 20 ივნისის ღამეს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან განცხადების გაკეთების შემდგომ სროლა დაიწყო, გახარიასა და ბახტაძეს შორის მძიმე საუბარი შედგა.

დონალდ ტრამპი – „უოლ სთრით ჯორნალს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით!

„უოლ სთრით ჯორნალს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.აღნიშნულით ტრამპი მასთან დაკავშირებით „უოლ სთრით ჯორნალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.ცნობისთვის, „უოლ სთრით ჯორნალმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპს ირანზე დარტყმის გეგმა დამტკიცებული აქვს, თუმცა ჯერ განკარგულება არ გაუცია.

გია ვოლსკი – ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროებდან იღებენ, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში

ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ეუთო/ოდირის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ, სადაც ამგვარი არაფერი წერია.„ევროკავშირის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის. ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში. არაერთი ასეთი რეზოლუციაა მიღებული. კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ – ეუთო/ოდირის, სადაც ამგვარი არაფერი წერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, მთავარია ისიც, რომ ვერ გაყალბდება არჩევნები, რომლებიც ელექტრონულად ტარდება.„გადავხედეთ იმ განცხადებებს, რომელიც ცალკეული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს ჰქონდათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ჩასაფრებული, ანტიქართული პოზიციიდან წერდა, რომ თურმე აქ გაყალბება შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გაიმარჯვა, მაგრამ მოხდა ძალადობა, ზეწოლა და ადამიანების ბულინგი, რომლებსაც ახდენდნენ ე.წ. ბირჟებზე კონცენტრირებული, ვიღაც საეჭვო გარემოების ახალგაზრდები. ამის მეტი არაფერი თქმულა. მზია ამაღლობელს რაც შეეხება, კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: „სამართლიანობა იდევნება, ხოლო ძალადობის ჩამდენებს წმინდა გიორგის ორდენით აჯილდოებენ…ღმერთი სამართლიან ხალხთანაა – სიმართლის ძიება ქრისტეს მოწაფეობაა“

,,დააკვირდით, ჟურნალისტი, რომელმაც ხელი გაარტყა პოლიციელს, ციხეში ზის და პოლიციელები, რომლებმაც დალეწეს ჟურნალისტები და ხალხი და ახალგაზრდები, დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ორდენით. დააკვირდით, რატომ არ არის ეს ქრისტიანული, დააკვირდით, რატომ არ არის მათი სამართალი ქრისტიანული - წმინდა გიორგი მაწამებელი კი არ იყო, მოწამე იყო. როგორ შეიძლება წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვო ის, ვინც ხალხს აწამებს? სამართლიანობა რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს. რას ეფუძნება ჩვენი სამართალი? ფარაონის სამართალს? ასე უნდა ფარაონს და იმიტომ? ეს ხომ არ არის სახელმწიფოებრივი მმართველობა, რაც ფარაონს უნდა იმას აკეთებენ. რაც ერს სჭირდება, იმას უნდა აკეთებდნენ.დღეს ჩვენთან სამართალი იდევნება, სამართლიანობა იდევნება. სამართლიანი ხალხი იდევნება და მე იმედი მაქვს, რომ დაიბადება  სამართლიანი ხალხი და უზენაესი სამართალი საქართველოში.დადგება სამართალი, დაიბადება სამართლიანობა და სამართლიანი ხალხი საქართველოში. რაც იდევნება, ის უფორ დიდად და დიდად იბადება. ოქროპირი ამბობს, ჭეშმარიტებას რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდნენ და ჯვარს აცმევდნენ, მით უფრო გამოჩნდებოდა მისი სიდიადეო. ჯვარცმით გამოჩნდა, რომ ქრისტე ღმერთია. ჯვარცმით გამოჩნდა, მას როგორ ვუყვარვართ. ამიტომ, მე მიხარია, რომ სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი ბევრნი ხართ და უფრო მეტი იქნებით, უფრო მეტი დაიბადება. შეგეწიოთ უფალი. ჩვენს ნავში ზის ღმერთი, სამართლიანი ხალხის ნავში ზის. ღმერთი ზის მასთან, ვინც სიმართლეს ეძებს, თავის მოწაფეებთან, რადგან ვინც სიმართლეს ეძებს, ისაა ქრისტეს მოწაფე. შეეწიოს ყველა სამართლიანობის მძებნელს და სამართლიან ხალხს"-ამბობს არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას

ბოლო სიახლეები