ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და 23 იანვარს, 18:00 საათზე აქციას აანონსებს.
“21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა!
ჩვენ ვიწყებთ!
გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს
23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ, სადაც წარმოგიდგენთ “ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს
შევხვდებით თეატრის წინ
#ესქვეყანაჩემია” – წერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალმა თეატრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა საგანგებო განცხადება 11 იანვარს გააკეთა.