ორშაბათი, ივნისი 16, 2025

“ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა” – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს ქადაგებით მიმართა.

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის მოსაყდრემ დღევანდელი დღე – ყოველთა წმინდანთა კვირა მიულოცა.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც ეძღვნება ყველა წმინდანის ხსენებას.

დღეს ჩვენ ლოცვით მივმართავთ წმინდანებს და გამოვითხოვთ მათ კურთხევას ჩვენი ცხოვრებისეული გზის წარმართვისთვის. ყოველ ჩვენგანს ჰყავს მფარველი წმინდანი, რომლის ხსენებაც წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება. დღეს კი არის ყველა წმინდანის ხსენება ერთად. ისინი ლოცულობენ დღეს ჩვენთვის; დღეს არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ანგელოზის დღე. ამიტომ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ანგელოზის დღეს.

წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის ცხოვრების სიტყვა, მაცხონებელი სიტყვა, მოცემული ჩვენთვის ღვთისგან, ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ისინი მოწმობენ იმას, რომ იესო ქრისტეს მოსვლამ დედამიწაზე დიადი ნაყოფი გამოიღო. სულიწმინდის გარდამოსვლამ დიადი ნაყოფი გამოიღო, რომ ცათა სასუფევლში, რომელიც გაგვიხსნა უფალმა იესო ქრისტემ, მრავალი ადამიანი შევიდა. ისინი მოწმობენ იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ წმინდა ეკლესია წარმოშობს განსაკუთრებულ ადამიანებს, დიდებულ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა, როგორც წავიკითხეთ დღეს სამოციქულოში წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები (ებრ. 11, 37). ამიტომაც იგივე წმინდა პავლე მოციქული წერს, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ამ ქვეყანას. “ნუთუ არ იცით, რომ წმიდანნი განიკითხავენ ქვეყანას?” (1 კორ. 6, 2) – წერს იგი.

იმჟამად წმინდანებს უწოდებდნენ ქრისტიანებს, როგორც სულიწმინდით განათლებულ ადამიანებს. სიტყვა “განიკითხავენ” ამ შემთხვევაში იმას კი არ ნიშნავს, რომ წმინდანები დასხდებიან სამსჯავროზე და გაასამართლებენ ადამიანებს, არა, არამედ იმას, რომ მათი სიწმინდე, კეთილი ცხოვრება, მოშურნეობა, ამხელს და გამოაჩენს სხვების უზრუნველობას და ცოდვებს.

ამავე მნიშვნელობით უფალი იესო ქრისტე ამბობს ასეთ სიტყვებს: “სამხრეთის დედოფალი აღდგება ამ მოდგმასთან ერთად სამსჯავროზე და განიკითხავს მათ” (მთ. 12, 42), ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განიკითხავენ მათ (მთ. 12, 41), თორმეტი მოციქული განიკითხავს, განსჯის ისრაელის თორმეტ ტომს (მთ. 19, 28) და არამხოლოდ ადამიანებზეა ასე ნათქვამი, არამედ ანგელოზებზეც. მოციქული ასევე წერს: “ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ ანგელოზებსაც განვიკითხავთ?” (1 კორ. 6, 3). მხოლოდ, აქ იგულისხმება დაცემული ანგელოზები, დემონები და აქაც სიტყვა “განკითხვა” იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რომ ჩვენი მოშურნეობა, სულიერება ამხელს და განიკითხავს მათ უდებებას და ბოროტ ცხოვრებას.

დღეს წმინდა სახარებაში წავიკითხეთ ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: “ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი” (მთ. 10, 38). ძვირფასო ძმებო და დებო, ამ სიტყვებზე უნდა დავფიქრდეთ ძალიან, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან, სნეულებებისგან და თუ უარვყოფთ ამ ჯვარს, როგორც ამბობს უფალი, არ ვიქნებით მისი ღირსი. ამიტომ ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს – ყველა წმინდანის ხსენებას. მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა თავისი მადლი და წყალობა, რადგან წმინდანთა ლოცვები არის ჩვენთვის წყარო სიმამაცისა, სულიერი ძალებისა ჩვენი მსახურების ღირსეულად აღსრულებისთვის, რომლისკენაც მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ”, – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა

ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.როგორც საიდ ხათიბზადი აღნიშნავს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.„თავდასხმის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს მინისტრის მოადგილე.ის ასევე აცხადებს, რომ შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.„ეს კიდევ ერთი აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე და სისტემატური აგრესიის კამპანიის ნაწილია“, – წერს ხათიბზადი.

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად, 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელის, კაია კალასის მოთხოვნით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.შეხვედრაზე განხილული იქნება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება და შემდგომი ნაბიჯები.

„გაფრთხილებთ და გეუბნებით მოსალოდნელი მოვლენების შესახებ“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეზოტერიკოსი გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფაბიან რუისმა „ატლეტიკოს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველ მატჩს მართავს. მისი მეტოქე „ატლეტიკოა“.შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა. ასისტი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოს გარეთ დასარტყმელად დაუგორა რუისს. მან კი გამოზომოლი დარტყმით ფრანგები დააწინაურა.1:0 – წინ პარი სენ-ჟერმენია.

რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი – რას წერს უცხოური გამოცემა

34 წლის მერაბ დვალიშვილი 2024 წლის სექტემბერს UFC-ის მსუბუქ წონაში ჩემპიონი გახდა, რითაც კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. აღნიშნული ტიტული დვალიშვილმა გასულ კვირას მეორედ - ასევე წარმატებით დაიცვა.Marca.com წერს, რომ გამარჯვებებმა დვალიშვილს მოუტანა როგორც კარიერული ასევე ფინანსური სარგებელი. კერძოდ, მაგალითად, „UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“.აღნიშნული გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი:გამოცემის ცნობით, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, დვალიშვილის წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც ძირითადად მისი საბრძოლო ფონდებიდან, სპონსორობიდან და საწარმოებიდან მოდის.უფრო დეტალურად, მნიშვნელოვნად გაზარდა დვალიშვილის შემოსავლები UFC 306-ზე ტიტულის მოპოვებამ. გამარჯვების შედეგად დვალიშვილმა საბაზისო ხელფასის სახით მიიღო ნახევარი მილიონი დოლარი. ამას დაემატა ბონუსები, რის შედეგადაც ამ გამარჯვებით ჯამში დვალიშვილმა 1.43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.ამის შემდეგ იყო UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა ტიტულის დაცვისთვის, სადაც კვლავ გაიმარჯვა. ამ ბრძოლიდან მან საბაზისო 500 000 დოლარის ოდენობის ჯილდო მიიღო, ბონუსმა კი 50 000 აშშ დოლარს მიაღწია.გარდა ამისა, დვალიშვილს აქვს რამდენიმე სპონსორობის ხელშეკრულებაც ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Flash Motors, Nabeglavi, StarPro Combat, Panini America, AMC Hyundai-Las Vegas, 31Betsocial და GA Logistics LLC.ამასთანავე, ის Athlete Studio-სთან თანამშრომლობით მართავს ონლაინ მაღაზიას და აქვს YouTube არხი 100 000-ზე მეტი გამომწერით, რაც მას დამატებით შემოსავლის წყაროს უქმნის.გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ დვალიშვილს საქართველოს მთავრობამ UFC 306-ზე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ 1 მილიონი ლარის (დაახლოებით 367 000 აშშ დოლარის) ოდენობის ფულადი ჯილდოc გადასცა.ინფორმაციისთვის, გამოცემის მიერ წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარეობა არ მოიცავს გასულ კვირას დვალიშვილის მიერ UFC 316-ზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, რადგან ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, სხვადასხვა უცხოური გამოცემა წერს, რომ ამ გამარჯვებით სპორტსმენმა მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

ბოლო სიახლეები