ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა, 90 მილიარდი ლარიდან 130 მილიარდ ლარამდე, EMAAR ჯგუფის ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის კლასიკური საინვესტიციო შეთანხმება, სადაც საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ქვეყანაში არაბული ინვესტიციით უნდა განხორციელდეს.

„საუბარია თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცის  განვითარებაზე. მთლიანობაში საუბარია 3 მილიონ კვ.მ-ზე სივრცეზე, რაც უნდა აშენდეს ორივე ლოკაციაზე. აქ საუბარია არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებზე, არამედ განვითარდება სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ასევე სამედიცინო-სპორტული-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, სკოლები მათ შორის, საბავშვო ბაღები, ასევე იქნება შოპინგ მოლები ამ ტერიტორიაზე. იქნება ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე თბილისში, მაგალითად ტერიტორიის 34 პროცენტი დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციას.

უნდა ითქვას ის, რომ თავად EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა ბატონმა ალაბარმაც განაცხადა, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ერთი ამდენი შემოვა დამატებითი ინვესტიციის სახით ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სტანდარტული, მათი ერთ-ერთი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჰქონია EMAAR-ის ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა – 90 მილიარდი ლარიდან 130 მილიარდ ლარამდე. რა თქმა უნდა, ამ ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით,  EMAAR ჯგუფის მიდგომით,  ასეთი მასშტაბური პროექტები ყოველთვის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.

„ეს არის ძალიან კარგი მიდგომა, რაც განსაკუთრებით მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ამ პროექტს ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია იყო, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული ეკონომიკური გუნდი. არაჩვეულებრივი მენეჯმენტი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით და მისი ფაქტორი ამ მოლაპარაკებებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც შენ იცი, რომ მეორე მხარეს პროფესიონალები არიან, ბუნებრივია, ასეთ დროს იზრდება შენი მოტივაცია, რომ შესაბამის ქვეყანაში განახორციელო ინვესტიცია. გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო ბიზნესგარემო ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის ძალიან კარგი, მარტივი საგადასახადო სისტემა, დაბალი გადასახადებით, ლიბერალური ეკონომიკური გარემო, ეს არის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ამ ინვესტიციის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. მესამე, რასაც პირდაპირ ალაბარი აღნიშნავდა, მას აქვს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებულად ემოციურად საუბრობდა თბილისსა და ბათუმზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გთხოვთ გაავრცელეთ იქნებ ვინმემ იცნოთ-თბილისში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს ეძებენ – ის ფეხმძიმედაა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ტერიტორიიდან დაკარგულ ახალგაზრდა ქალს, ნინო ციცვიძეს ეძებენ. როგორც დაკარგული ქალის მეგობარი აცხადებს, ბოლოს ნინო ოთხშაბათს ნახეს და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.აღსანიშნავია, რომ 7 თვის ფეხმძიმეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ნებისმიერი სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ 112-ში, ან დარეკოთ ნომერზე 579 12 82 24.

რა ხდება რუსთავში, სადაც ახალგაზრდას მანქანა დაეჯახა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შარტავას გამზირზე მანქანა 25 წლამდე ქალს დაეჯახა. შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნუ მთხოვთ იმის კეთებას, რაც არ მინდა ! ნუ მთხოვთ იქ დგომას ან ჯდომას, სადაც არ მინდა ! გავაპროტესტებ იმას რასაც მე ჩავთვლი რომ...

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მელიას ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, მელია ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე დაპირისპირებისას დააკავეს.

ოლაფ შოლცი – მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს

მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მსოფლიოს გაყოფა ახალი სავაჭრო ბარიერებით, რადგან გლობალიზაციიდან ყველა იღებს სარგებელს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა. ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ვაჭრობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, ასევე აშშ-ის მიერ რამდენიმე ქვეყნისთვის მაღალი ტარიფების დაწესების შესახებ ისაუბრეს. „რაც შეეხება ევროკავშირს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძლიერი ეკონომიკური სივრცე. მას აქვს საკუთარი მოქმედების არეალი და ამ ძალაზე დაყრდნობით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ შევეცდებით, გავაგრძელოთ ეკონომიკური ურთიერთობები თანამშრომლობის პერსპექტივით. გლობალიზაცია, საქონლის მსოფლიო მასშტაბით გაცვლა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, რამაც ჩვენ, ყველას კეთილდღეობა მოგვიტანა გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, აშშ-ში, ასევე მსოფლიოს მრავალ სხვა ნაწილებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ დავყოთ მსოფლიო მრავალი სავაჭრო ბარიერით, არამედ მომავალშიც შევძლოთ საქონლისა და მომსახურების გაცვლის უზრუნველყოფა“, – განაცხადა შოლცმა. თავის მხრივ, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ სურს ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა აშშ-სთან და ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც განუცხადა.

ბოლო სიახლეები