კვირა, აპრილი 13, 2025

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის  საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  ეს იქნება „ქართული ოცნების“ მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ.

„არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის  საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამ აზარტის თვალსაზრისით მათი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო“, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი ზეიმით შეეგება. ისინი მაცხოვარს საკუთარ სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდნენ და გალობდნენ: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში სომეხ ამოიანთან დამარცხდა.ტურნირზე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 17 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი 8:1 დაამარცხა.კონტინენტის პირველობაზე ხვალ, 13 აპრილს, შეჯიბრის დასკვნით დღეს სამი ქართველი ფალავანი შეეცდება ბრინაჯოს მედლის მოპოვებას.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, რეჟიმი შეტევას ახორციელებს არამარტო ეროვნულ ღირსებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიებზე.„მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს. რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ. რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, – წერს სააკაშვილი.

საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რატომ ცდილობს „დიფ სთეითი“ ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს მკვლელობით და ტერიტორიების ჩაბარებით გამორჩეული პოლიტიკური ძალა, ამიტომაა მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში –...

უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ამ ყველაფერზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მკაფიო დასკვნები, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან ანტალიაში.ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შეხსენება არა მხოლოდ იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, არამედ იმისთვის, რომ მოხდეს მსგავსი დანაშაულების პრევენცია.„ზოგადად, ადამიანებს ასე, თუ ისე ყველაფერი გვავიწყდება, ემოციურ დონეზე მაინც. ემოციურ დონეზე მაინც, გარკვეულწილად, ყველას დაგვავიწყდა ის დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს არა მარტო იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, ეს არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ანალოგიური დანაშაულების პრევენცია. როდესაც ჩვენ გარედან თავს გვახვევენ ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნებას და ამის მცდელობაა მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს, უნდა შეაფასოს, თუ რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები - ე.წ. „დიფ სთეითი“, ევროპელი ბიუროკრატების ხელით, ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, თავის დროზე, გამოირჩეოდა ადამიანების დახვრეტით, მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. იმისათვის, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებამ გააკეთოს მკაფიო დასკვნები, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები – ირაკლი კობახიძე

ჯეფრი საქსი არის ნამდვილი ინტელექტუალი და ის არის დამოუკიდებელი, დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აქედან გამომდინარე, მას აქვს ობიექტური შეფასება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯეფრი საქსი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.„ჯეფრი საქსი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაც უნდა იყოს ანალოგიური ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი გზავნილებიც - ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები. ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები