შაბათი, მაისი 24, 2025

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში

„შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებითა და მისი სასამართლო პროცესის დახურული ფორმით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს“, – აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯეი დი ვენსი – საგარეო პოლიტიკაში გვქონდა ხანგრძლივი ექსპერიმენტი, ალიანსების შენარჩუნება და ეროვნული თავდაცვა უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევასა და სხვა სახელმწიფოების შენებაზე იყო...

საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, ეროვნული თავდაცვა და ალიანსების შენარჩუნება უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევასა და სხვების სახელმწიფოს შენებაზე იყო გაცვლილი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მერილენდის შტატში, აშშ-ის საზღვაო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის უდავო დომინირების ეპოქა დასრულდა, ქვეყანა კი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების მხრიდან და მოუწევს ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება.როგორც ვენსმა აღნიშნა, ტრამპის ბრძანებამ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ, საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანა სიტუაცია, რაც შეთანხმების ნაწილი იყო, რომლის მიხედვითაც, დაჯგუფება დათანხმდა სპარსეთის ყურეში ამერიკულ საზღვაო სამიზნეებზე თავდასხმების შეჩერებას.„ფრთხილად უნდა ვიყოთ დარტყმის გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ როდესაც დარტყმას ვაკეთებთ, ძლიერად ვაკეთებთ და ამას გადამწყვეტად ვაკეთებთ. ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, რომლის დროსაც ეროვნული თავდაცვა და ჩვენი ალიანსების შენარჩუნება სახელმწიფოს მშენებლობასა და უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევაზე იყო გაცვლილი, მაშინაც კი, თუ ამ უცხო ქვეყნებს ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო ამერიკის ძირითად ინტერესებთან. აღარ იქნება განუსაზღვრელი მისიები, აღარ იქნება გაურკვეველი კონფლიქტები“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპზე ერთმანეთს 307-307 სამხედრო ტყვე გადასცეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპი დაასრულეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს 307-307 სამხედრო ტყვე გადასცეს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ტყვეების გაცვლა სტამბოლში 16 მაისს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხდება.რუსეთს და უკრაინას შორის ტყვეები გაცვლის პირველი ეტაპი 23 მაისს განხორციელდა, რომლის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს 390 პირი გადასცეს.სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი“ – ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციის ერთი ნაწილი 26 მაისს, ეროვნულ დღესასწაულზე პროცესების რადიკალიზაციას აანონსებს, მეორე კი ემიჯნება. ოპონენტებისგან განსხვავებით, 26 მაისის აღნიშვნის ტრადიციული სადღესასწაულო გეგმა აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს რომ პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მისცემს."ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამ დღეს ვისთან უნდა ყოფნა, ასევე პარტიაში ქუჩის წინააღმდეგობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი:"ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვისთან უნდა ყოფნა. სიმბოლური თარიღების დროს, მეგობარი ქვეყნები და მათი პოლიტიკური ფიგურები ჩამოდიან ხოლმე ქვეყნებში. ხისტი ფორმები კი არა, უბრალოდ საჭიროა ქუჩაში წინააღმდეგობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. როდესაც გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და ისინი არ რეაგირებენ არაფერზე, ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი. წინააღმდეგობის პლატფორმაში ჩვენ არ ვართ ინტეგრირებულები, ამიტომაც, პირველ რიგში ორგანიზებაში ჩართულია ის ხალხი და კითხვები მათ უნდა დაუსვათ,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე: - "ჩვენ ვემზადებით ზეიმისთვის, ჩვენი პარტია მარშით გაემართება მარჯანიშვილიდან რუსთაველისაკენ".

კიდევ ერთი პედოფილიის ფაქტი-11 წლის გოგოს ინტიმური სახის ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა და თავადაც უგზავნიდა – დაკავებულია 28 წლის კაცი

პედოფილიის ფაქტი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში - დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ახალგაზრდას სექსუალურ შევიწროვებაში 11 წლის გოგო ამხელს.სკოლის მოსწავლის ნაამბობიდან დგინდება, რომ დანაშაულში მხილებული კაცი, მოზარდს ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოების გაგზავნას 2 თვის განმავლობაში აიძულებდა. საქმეში მთავარ მტკიცებულებადდ დაკავებულის მობილური ტელეფონი დევს. 

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ბლექროკმა“ შეიძინა „საქართველოს ბანკის“ აქციები, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა – თვითნებურად ამ ნაბიჯის...

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ბლექროკმა" შეიძინა „საქართველოს ბანკის" აქციები, ხოლო, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა, ილია ინჯიამ.ინჯიამ „საქართველოს ბანკის" ეს ქმედება ანტიქართულ ნაბიჯად შეაფასა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აზიანებს და ეროვნულ ბანკს მიმართა, ამ ფაქტზე ახსნა-განმარტება მოითხოვოს „საქართველოს ბანკისგან“.„თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან, არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვს ასეთი საქართველოს ბანკს, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება საქართველოს ბანკისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით." - განაცხადა ილია ინჯიამ.

ბოლო სიახლეები