ჩერნიგოვში რუსებმა ხელისუფლების 5 წარმომადგენელი გაიტაცეს

Read Time:34 Second

ვინაიდან, დროებით, ჩერნიგოვის ოლქის ზოგიერთი რაიონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება, რუსი ოკუპანტები იქ სხვადასხვა სისასტიკეს სჩადიან, კერძოდ, იტაცებენ თემის ლიდერებს. ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციამ უკვე 5 ასეთი ფაქტი დააფიქსირა. არის შემთხვევებიც, როდესაც გატაცებულები რუსეთში გადაჰყავთ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსმა ოკუპანტებმა მიხაილო-კოციუბინსკის თემის სოფელ ანდრიევკაში მერი მიკოლა ბუდალოვსკი დააკავეს. ასევე, ადგილობრივი დეპუტატი და სკოლის დირექტორი ტატიანა ბეზლიუდნა. ეს ფაქტი ადგილობრივებმა ანონიმურად დაადასტურეს. მათივე თქმით, დეპუტატი სოფლიდან, იმ დღეს, თანასოფლელების წამლების მისაღებად გაემგზავრა, რა დროსაც  სოფელში რუსული კოლონა შევიდა.

ასევე, დააკავეს ნოვგოროდ-სივერსკის თემის სოფელ გრემიაჩის მერი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერი რუსეთში სამხედრო ტექნიკით გადაიყვანეს.

სოფელ ნოვა ბასანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორი მაღალჩინოსნის გატაცების ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამ ინფორმაციის დაზუსტების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩინეთში ავიალაინერმა რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა კატასტროფა განიცადა
Next post ოთარ შამუგია: პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი წესრიგშია