ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: “ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს. მართლა სად ხარ, ღმერთო? აღარ მჯერა, რომ არსებობ სადმე”, – წერს მარიამ გაფრინდაშვილი.
გარდაცვლილი ირმა გაფრინდაშვილია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ახლობლები წერენ, რომ მარიამ გაფრინდაშვილის და ავტოავარიას ემსხვერპლა. მარიამ გაფრინდაშვილი 15 წელზე მეტია, რაც ჟურნალისტია. მისი მიმართულება კრიმინალური ამბების გაშუქება და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებაა. მარიამ მაყურებელს არაერთხელ უნახავს ქვეყნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში.

