ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა სოციალურ ქსელში გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს.
27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპრდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
ეს დღე ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სწორედ ამ განსაკუთრებული ტიტულის შემდეგ გაიცნო ილია თოფურია საზოგადოების იმ ნაწილმაც, ვინც ამ სპორტით მანამდე დაინტერესებული არასდროს ყოფილა.
“ილიას პირველ მეუღლესთან ბიჭი შეეძინა, რომელიც სვეტიცხოველში მოვნათლეთ, მას ქართველი ნათლიები ჰყავს”, – ამბობდა ილია თოფურიას ბაბუა. პატარა ჰუგო ახლა უკვე უფროსი ძმაა – ილიასა და მის მეუღლეს, ჯორჯინას, ქალიშვილი შეეძინათ. ჰუგო დასთან ერთად სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდება და მამის დიდი გულშემატკივარია – მას ილიას ბრძოლის დროს ყოველთვის ნახავთ ტრიბუნაზე.