გიორგი რამიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სსკ-ის 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა კომპანიების დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება დღეს მოხდა.