ოთხშაბათი, იანვარი 1, 2025

შსს – პარლამენტის წინ დღეს დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დღევანდელ აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი თავისუფალია.

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე ადმინისტრაციული წესით რამდენიმე საათის წინ დააკავეს, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს შობა-ახალ წელს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, მკვლევრებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ოჯახის სახელით, გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს პირად ცხოვრებაში, სამეცნიერო საქმიანობასა და სწავლება-სწავლის პროცესში. ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს ჩვენი სამშობლოსა და თითოეულ მოქალაქესთან - „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ფეხბედნიერ, ბარაქითა და სიხარულით სავსე ახალ წელს გისურვებთ“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ – დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების...

ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის მილოცვაშია აღნიშნული. როგორც მილოცვაშია ნათქვამი, დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, თავისუფლებასა და სულიერ სიძლიერეს. შეგვძლებოდეს, ვიყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძალისხმევის ღირსეული მემკვიდრეები – ხალხი, რომელიც პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და სამშობლოსადმი ერთგულებით ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ვქმნით. დაე, ჩვენმა ურყევმა ერთობამ შეგვძინოს ძალა, რომელიც არავის მისცემს ჩვენი მტკიცე ნაბიჯების შეჩერების საშუალებას! ნაბიჯების, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება. ერთად გავიარეთ რთული გამოწვევებით და გამარჯვებებით სავსე წელი. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრძენი და შეუპოვარია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და თავად გადავწყვეტთ, როგორ ვატაროთ საქართველო მშვიდობის და წარმატების გზაზე. დამდეგი 2025 წელიც აღსავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ დაუღალავი შრომით, ერთმანეთისადმი სიყვარულითა და ნამდვილი პატრიოტიზმით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს გაბრწყინებას და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას! საქართველოს სიყვარულმა გვაკურთხოს და გაგვაერთიანოს! გილოცავთ!“, – აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, მშვიდობა თქვენ ყველას, ღმერთს მადლობა შევთხოვოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. ილია მეორეს თქმით, ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ერის მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი. „მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. მშვიდობა თქვენ ყველას. ღმერთს მადლობა შევთხოვოთ“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.

სალომე ზურაბიშვილი ახალ წელს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან ერთად “მრავალჟამიერის” ფონზე შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე შეკრებილებს შეუერთდა. მოქალაქეებმა პრეზიდენტს სპეციალური კორდონი გაუკეთეს. სალომე ზურაბიშვილი საახალწლო სუფრასთან შეხვდა ახალ წელს. მან ღვინის ჭიქით, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი.  

მიხეილ სარჯველაძე – სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან

ექიმების, განსაკუთრებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალის ღვაწლი, უაღრესად დიდია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ექიმების, განსაკუთრებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების პატივისცემა. მათ მიმართ უმიზეზოდ, აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი 30 დეკემბერს, ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს. მიხეილ სარჯველაძემ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ტრაგედიაა. „სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის. ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან. მე მესმის ემოციების, ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, მაგრამ ალბათ, არ იქნება მართებული, რომ ასეთი დამოკიდებულებები იქნეს საზოგადოდ, ან წახალისებული, ან მოწონებული. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრს როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ჩვენი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალი ადგილზე მივიდა და ყველას, ვისაც ესაჭიროებოდა, დაუყოვნებლივ გაუწია დახმარება“, – განაცხადა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები