შაბათი, მარტი 15, 2025

შსს-მ ბახალას ახალი ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე წაუყენა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბახალას, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი, ახლა უკვე ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე წაუყენა. როგორც შსს-ში ამბობენ, ბახალასთვის და კიდევ სამი პირისთვის ბრალის წაყენებით საქართველოში სუბოტექსის შემცველი 900 აბის შემოტანის საქმე გახსნეს.

უწყების განმარტებით, იმ პირებმა ვისაც ბრალი წაეყენათ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რეანომობილით საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები უნდა შემოეტანათ.

“2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება”, – აღნიშნავენ შსს-ში.

ბახალა ახლა ციხეშია. მას სხვა საქმეზე, 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,3726 გრამი ბუპრენორფინის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, - ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყება მოქალაქეებს შესაბამის პასუხისმგებლობასაც ახსენებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, ვიცოდით ისიც, როდის აფენენ და იღებენ წითელ ხალიჩებს

ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ამგვარად გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ“.„ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება. ისიც ვიცოდით, როდის აფენენ წითელ ხალიჩებს და როდის იღებენ. „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი“ (ეკლესიასტე 1:9)“, – წერს პაპუაშვილი.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღის განთავსების საკითხი განიხილოს

ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლიეტუვა მზადაა, განიხილოს კონსტიტუციის ცვლილების შესაძლებლობა, თუ ნატო-ს მოკავშირეები მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შეთავაზებით გამოვლენ.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევაფასოთ რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები, თუ ჩვენი მოკავშირეები შემოგვთავაზებენ გარკვეულ რეალურ გეგმებს ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების შესახებ, ასევე გადავხედოთ სხვა ვალდებულებებს“, – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალენე.ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი კრძალავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას. ამასთან, ბირთვული იარაღის განთავსება ვილნიუსისთვის ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია.ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ვაშინგტონს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს ბირთვული იარაღი. „ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა 1999 წელს, ამიტომ 26 წლის შემდეგ ასევე უნდა მოხდეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ გადატანა. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დრო დადგა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნებოდა, თუ ეს იარაღი უკვე აქ განლაგდებოდა“, – განაცხადა დუდამ.დუდამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე განიხილა ეს საკითხი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან.

ცნობილია, წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე მოკლულის მამაკაცის ვინაობა – “ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა”

გა­სულ ღა­მეს ვა­კე­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით იყო ჩა­მო­სუ­ლი და ის დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.მოკ­ლუ­ლი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზ­ნეს­მე­ნი და ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში ჰქონ­და.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლა გამკაცრდება

როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გამკაცრდება.„ჩვენი ქვეყნის დაზვერვის სამსახურები მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების მისიაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი. პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ინფორმაციის გავრცელება ძირს უთხრის როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე ამერიკელი ხალხის ნდობას. ამგვარი ქმედება არ იქნება შეწყნარებული“, – აღნიშნულია გაბარდის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.მისივე თქმით, ამგვარი ინფორმაციის გაჟონვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რასაც წარსულში არც გამოძიება მოჰყოლია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.„ეს დღეიდან შეიცვლება. ჩვენთვის ცნობილია დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ და აქტიურად ვმუშაობთ მათ გამოსავლენად. ყველა მათგანს პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნავს გაბარდი.აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ასევე ჩამოთვალა დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის განთავსება ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორებიცაა Huffington Post-ი, Washington Post-ი და NBC.მისივე განცხადებით, დაზვერვის სისტემიდან გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ცნობებს ისრაელისა და ირანისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ.გაბარდის თქმით, საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელება კანონის დარღვევაა და ამგვარი ქმედება შესაბამისად დაისჯება.

ბოლო სიახლეები