ოთხშაბათი, ოქტომბერი 8, 2025

შსს-მ აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთ ადამიანს შორის ერთ-ერთი აქტივისტი ნანა სანდერია.

გამოძიება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია 23, ხოლო 3 ადამიანის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა.როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიზნად ისახავს ვიზიტორთათვის გადაადგილების კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვას.მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება.„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე. ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მერმა.მისივე თქმით, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.ამასთან, მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის.

ზურაბ ქადაგიძე პროფესორ მარინე ჩიტაშვილზე: ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან – ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული...

დღეს განათლების სისტემაში ჩუმად მიმდინარეობს ყველაზე სახიფათო პროცესი - თაობის შეგნებული გადაპროგრამება იმ პედაგოგებისა და ლექტორების ხელით, რომლებიც უცხოელი დონორების დაფინანსებაზე და ლიბერალური იდეოლოგიის „ნარატივზე“ არიან დამოკიდებული. ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან ცოდნას - ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული ცნებებია“, - „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში, პროფესორ, მარინე ჩიტაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გადაცემაში „ახალი ფორმულა“ 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა.როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს უკვე საგანმანათლებლო ომია, სადაც მტერი პედაგოგის სახელით შედის საკლასო ოთახში და სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დავიცვათ მომავალი, უნდა დავიცვათ განათლება და ოჯახი იმ იდეოლოგიური მანიპულაციისგან, რომელიც ცდილობს თაობის გონებასა და გულს შორის კავშირის გაწყვეტას.„იდეოლოგიური პედაგოგიკადღეს განათლების სისტემაში ჩუმად მიმდინარეობს ყველაზე სახიფათო პროცესი - თაობის შეგნებული გადაპროგრამება იმ პედაგოგებისა და ლექტორების ხელით, რომლებიც უცხოელი დონორების დაფინანსებაზე და ლიბერალური იდეოლოგიის "ნარატივზე" არიან დამოკიდებული.ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან ცოდნას - ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი „მოძველებული ცნებებია“.სწორედ მათ აუდიტორიებში იძენენ ახალგაზრდები იმ მრწამსს, რომ არაფერს აქვს მყარი საფუძველი - არც სქესს, არც ეროვნებას, არც მორალს.მთავარი აღარ არის სწავლა და განვითარება, არამედ ცნობიერების გარდაქმნა - როგორ დაიჯეროს ახალგაზრდამ, რომ მის გარშემო ყველაფერი შემთხვევითია და მის მშობელსაც აღარ აქვს უფლება უთხრას რა არის სწორი და რა - არა.სწორედ ასე ხდება ყველაზე მტკივნეული რამ - მშობლისა და შვილის დაპირისპირება.ბავშვს ასწავლიან, რომ ოჯახური ავტორიტეტი „ძველი დროის ჩვევაა“, რომ მშობელს „არ ესმის თანამედროვე სამყაროსი“ და რომ მისი შეხედულებები „არაპროგრესულია“.ასე იშლება თაობათა ბუნებრივი კავშირი - და როცა შვილი აღარ უსმენს მშობელს, აღარ ენდობა მასწავლებელს და აღარ სცემს პატივს საზოგადო ავტორიტეტს, იწყება საზოგადოების დაშლა ფესვებიდან.ბევრი ასეთი ლექტორი დღეს უფრო აქტივისტია, ვიდრე მეცნიერი.ისინი არ აღზრდიან მოაზროვნე ახალგაზრდას, არამედ ქმნიან იდეოლოგიურად მორჩილ მასას, რომელსაც აღარ სჯერა არც საკუთარი ოჯახის, არც ქვეყნის, არც რწმენის.ეს უკვე საგანმანათლებლო ომია - ომი, სადაც მტერი პედაგოგის სახელით შედის საკლასო ოთახში და სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დავიცვათ მომავალი, უნდა დავიცვათ განათლება და ოჯახი იმ იდეოლოგიური მანიპულაციისგან, რომელიც ცდილობს თაობის გონებასა და გულს შორის კავშირის გაწყვეტას.ნამდვილი პედაგოგიკა უნდა აყალიბებდეს ადამიანს - ისეთ ადამიანს, რომელსაც რწმენა, პასუხისმგებლობა და მორალური კრიტერიუმები მკაფიოდ აქვს განსაზღვრული და ნებისმიერი იდეოლოგიური მანიპულაცია, შეუვალია მის მიმართ!P.S. ასე რომ - ნუ გიკვირთ ასეთი პედაგოგების და შესაბამისად - ასეთების აღზრდილი „ვანდალების“, რომელთაც არაერთხელ გადაწვეს რუსთაველის გამზირი.ისინი ხომ იმ ლიბერალურ პროგრამას წარმოადგენენ, 30 წლის წინ რომ დაიწყო ჩვენთან და დღემდე გრძელდება ექსპერიმენტების სახით?!გამოსავალი ერთია - განათლების სისტემის აბსოლუტური გარდაქმნა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

კახა კალაძე – თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი, ამის გარანტიას მაძლევს თქვენი მხარდაჭერა და ძლიერი გუნდი „ქართული ოცნების“ სახით

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ნების დაფიქსირებისა და „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე არჩევნებზე დედაქალაქში უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები აჩვენა.„პირველ რიგში, გილოცავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქის ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში – საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 71 პროცენტზე მეტმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის 215 370 ამომრჩევლის ხმა, რაც ბევრად აღემატება 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს, სადაც პირველივე ტურში მივაღწიეთ წარმატებას. მე აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა და მათ მიერ მართულმა ტელევიზიებმა, მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. მათ ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა საქართველოს მოსახლეობამ. განსკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ, თბილისელებს, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში, არ დაგზარდებით, გემსახუროთ თავდაუზოგავად. თქვენი არჩევანი, თქვენი თითოეული ხმა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გამწვანებულ თბილისს, მეტად მოწესრიგებულ გამზირებსა და ქუჩებს, ყველა იმ პროგრამისა და პროექტის რეალიზებას, რაც სამოქმედო გეგმის სახით წარმოგიდგინეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წელი დედაქალაქისთვის იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო.„გპირდებით, ამ ნდობას ვაქცევთ უდიდეს პასუხისმგებლობად თქვენს წინაშე. თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი. ამის გარანტიას მაძლევს თქვენი მხარდაჭერა და ძლიერი გუნდი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახით. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელი იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო. ჩვენ ერთად შევძლებთ, ღირსეულად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქში ჯერ კიდევ გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი სიძლიერე ზუსტად ჩემი გუნდია. ისინი აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეებს და უშუალოდ არიან ჩართული ყველა იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რაც ჩვენმა გუნდმა წამოიწყო. მადლობას ვუხდი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენენ თქვენი ქალაქის მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 1120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.უფლებამოსილი პირის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ბარგის დეტალური დათვალიერებისას, გამოვლინდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის შემოტანაც ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.აღნიშნულმა სამართალდამრღვევმა მოქალაქემ კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს – შსს-მ გამოძიება ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო

გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.შსს-მ გამოძიება ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

ბოლო სიახლეები