ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

შსს – დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეების „ფეისბუქ“ გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა და მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, თანხის სესხებას ითხოვდა – ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ის ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა.

ბრალდებული ი.ო. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. სამართალდამცველების მიერ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში დაამარცხა

ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრები დაამარცხა.საქართველოს ნაკრები სომხეთს მერვედ შეხვდა. 4 მოგება საქართველოს ანგარიშზეა, 2 მოგება – სომხეთის, ორიც ფრედ დასრულდა. კაპიტნის სამკლავური პირველად გაიკეთა ოთარ კიტეიშვილმა. ის საქართველოს ნაკრების 26-ე კაპიტანია. გიორგი მამარდაშვილი ეროვნული გუნდის პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა შასრულა. გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა. მან ამ მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას გადაასწრო.დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა. ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი და ნიკა კვეკვესკირი დააბრუნა.მეზობლების დერბი ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა. პირველი მომენტი მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ შექმნა, რომელმაც ივუს ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და მეტოქის მცველთნ ორთაბრძოლისას საჯარიმოსთან წაიქცა, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ანგარიში გახსნა.ოთხ წუთში კი მამარდაშვილის გადაცემით მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო.ტაიმის ბოლოს ბარსეგიანმა სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ ბურთი კარს ააცილა და საქართელოს ნაკრები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.შესვენების საქართველოს ნაკრებმა მესამეც გაიტანა – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა – 3:0.საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა.ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

სომხეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩზე, საქართველო 2 გოლით დაწინაურდა

სომხეთის და საქართველოს ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩში, საქართველო 2 გოლით დაწინაურდა. მატჩის 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა. მეორე გოლის ავტორი კი გიორგი მიქაუტაძე იყო.

ნიკოლოზ სამხარაძე – რუმინელ კოლეგებს ვუთხარით, რომ ევროკავშირისგან ვითხოვთ სამართლიან მიდგომას, გაანალიზებას იმ პრობლემების, მუქარების თუ რისკების, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს

რუმინელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი წუხილები. ვუთხარით, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ, არის საქართველოს მიმართ სამართლიანი მიდგომა და ვითხოვთ იმ პრობლემების, მუქარების, რისკების გაანალიზებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებიც რეგიონში ვითარდება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჟურნალისტებს განუცხადა.ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს მხრიდან არის სრული მზაობა, იმუშაოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციაზე.„სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან კეთდება ხოლმე ხანდახან არაერთგვაროვანი განცხადებები, თუნდაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომ, ერთი მხრივ, როდესაც შენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას ეძახი, მაგალითად, მაშხალების სროლას, პოლიციელებზე შეტევას და პარლამენტის შენობის დაზიანებას, მეორე მხრივ, ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის შეტევა იყო ევროკავშირის ოფისზე სოფიაში და ეს წარმოჩენილია, როგორც ვანდალიზმი. ეს არის ორმაგი სტანდარტების გამოვლინება. შესაბამისად, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ფაქტების სწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. რუმინელ კოლეგებს ვუთხარით, რომ მას შემდეგ, რაც „ფარას“ მივიღებთ მესამე და საბოლოო მოსმენით, გამჭვირვალობის კანონი უქმდება. „ფარასთან“ დაკავშირებით ჩვენ ვერავისგან ვერ მოვისმინეთ, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო აქვთ. ახლა უკვე საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რადგან თუ ისინი გულწრფელად მხოლოდ ამ კანონის გამო იყვნენ აღშფოთებული და ამ კანონის გამო იყო ეს პროცესი შეჩერებული, მაშინ ეს კანონი აღარ იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა რუმინელ კოლეგებთან ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე.„რუმინელ კოლეგებს ვთხოვე, ნატო-ში განიხილონ საქართველოს ნატო-ში წევრობის პერსპექტივა, მაშინ როდესაც უკვე ძალიან ღიად არის ნათქვამი, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უკვე აღარ განიხილება, რომ ამ ვითარებაში რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ვთხოვე, რომ ამაზე გვქონდეს ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი, რათა საბოლოოდ ვიცოდეთ, ნატო-ს წევრ ქვეყნებს და მოკავშირეებს, ზოგადად, რა პოზიცია აქვთ. რუმინული მხარე დამპირდა, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს ნატო-ს შეხვედრებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებიან.

ირაკლი კობახიძე – ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე

სომხეთში ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დისკუსია გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ერევანში დღეს გამართული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში.„ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.   

თბილისის გრანდ სლემი 2025 | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

თბილისში 21-23 მარტს ძიუდოში დიდი სლემის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 37 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.ტურნირამდე წილისყრა ჩატარდა და შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენებმა მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს. შეჯიბრების ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს სამივე დღეს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. -60 კგ ნიკა ხუზაურაშვილი აზერბაიჯანელ ჰუსეინ ალაჰიაროვს შეხვდება, ამირან დარბაისელი – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით გამომსვლელ აჩიტი დომბუუს, ჯაბა პაპინაშვილი – მურად მურადლის ასევე აზერბაიჯანიდან, თორნიკე მაზიაშვილი კი – კამოლიდინ ბახტიოროვს (უზბეკეთი). – 66 კგ თემურ ნოზაძის მეტოქე კონრად შოკა (ძიუდოს საერთაშირისო ფედერაცია) იქნება, ლაშა ნადირაძე აზერბაიჯანელ ნაზირ თალიბოვს დაუპირისპირდება, ლუკა საგანელიძე ასევე აზერბაიჯანელ რაშად იელკიევს, ხოლო ხვიჩა გაფრინდაშვილი – უნგრელ ბენჩე პონგრაცის. – 73 კგ ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობას სომეხ არტაკ ტოროსიანთან შეხვედრით დაიწყებს, მიხეილ ბახბახიშვილი კვიპროსელ ხრისტოს დიმიტრიადისს დაუპირისპირდება. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ლუსიან ბორს დუმიტრესკუსა (რუმინეთი) და ედოარდო მელას (იტალიას) შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო გიორგი ჩიხელიძე – ან კაზბეკ ნაგუჩევს (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ან საიხან შაბიხანოვს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია). – 81 კგ ზაურ დვალაშვილის მეტოქე მაგერამ იმამვერდიევსა (აზერბაიჯანი) და იანივ აგრონოვს (ისრაელის) შორის გამარჯვებული იქნება, ვლადიმერ ახალკაცი ურთიერთობას ჰლებ ხატკუსკისთან (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გაარკვევს, კოტე კაპანაძე კენიელ ბრაიან ჩელიმოს შეხვდება, ხოლო ირაკლი ბეროშვილი – შვეიცარიელ ორელინ ბონფერონისს. – 90 კგ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ლუკა მაისურაძე მერვედფინალში ნიდერლანდელ მარ ვან დაიკსა და მონღოლ გან-ერდენე ცერენბატს შორის გამარჯვებულს შეხვდება, სოსო ებილაშვილი – ბოსნიელ ტონი მილეტიჩს. გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს დაუპირისპირდება, ხოლო თავის შეხვედრას ნიკა ხარაზიშვილი ფრანგ ალექს მატიუს წინააღმდეგ ჩაატარებს. – 100 კგ ილია სულამანიძის მეტოქე გერმანიის სახელით გამომსვლელი გიორგი უძილაური იქნება. ნიკოლოზ ზაალიშვილი კვიპროსის წარმომადგენელ გეორგიოს კრუსანიოტაკისს შეხვდება, იმედა გოგოლაძე – აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, ხოლო ისლამ წინწალაშვილი – ყირგიზ არტურ სანსიზბეკოვს. + 100 კგ წონის მთავარი ფავორიტი გურამ თუშიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით გამომსვლელ იბრაგიმ მარგიევს შეხვდება, საბა ინანეიშვილის მეტოქე გონჩიგსურენ ბატხუიაგს (მონღოლეთი) იქნება, გაბო მუკბანიანი ნიდერლანდელ იურ სპიიკერსს შეხვდება, ირაკლი დემეტრაშვილიც ნიდერლანდელ მეტოქეს დაუპირისპირდება – იელე სნიპესს. – 48 კგ ქალთა შორის უმსუბუქეს წონაში ჯულიეტა როდონაიას მოწინააღმდეგ ბრაზილიელი კლარის რიბეირო იქნება. – 52 კგ ანანო მორგოშია კენიელ შარონ ნდუნჯეს ბარიერის დაძლევას შეეცდება. – 57 კგ ამ წონაში ოთხი ქართველი გოგონა გამოვა. ნინო წიკლაური ავსტრიელ ვერენა ჰიდენს შეხვდება, ნინო ლოლაძე – ქსენია დანილოვიჩს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია), სოფიო ბედოშვილი – ქსენია გალიცკაიას (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ბრაზილიელ ბიანკა რეისსა და აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადას შორის გამარჯვებულს. – 63 კგ გვანცა მჭედლიშვილი პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე წრეში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს, ოლიმპიურ ჩემპიონ კლარის აგბენენუს შეხვდება. – 70 კგ მარიამ ჭანტურიას მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კელი პეტერსენ პოლარდი იქნება. + 78 კგ სოფიო სომხიშვილი საფრანგეთის ნაკრების წევრს რომან დიკოს შეხვდება.

ბოლო სიახლეები