შოლცი მიდის , მერცი მოდის-ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს
გერმანიაში დასრულდა ფედერალურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა.
ხმის მიცემის პროცედრის დასრულებისთანავე გამოქვეყნებული პირველი ეგზიტპოლების თანახმად, „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ გაერთიანება ხმების 29%-ს იღებს.
მეორე ადგილზე გადის „ალტერნმატივა გერმანიისთვის – 19,5%.
კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია” 16%-ით მესამე ადგილზეა.
ბარიერი ასევე გადალახეს მწვანეებმა (13,5%) და მემარცხენეებმა (8,5%)