სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

შოთა ხაბარელი: ჩვენო შვილებო, ხედავთ რამხელა ამბავი ატყდა ლომჯარიამ და გიგაურმა დეკლარაცია რომ არ შეავსონ?!

ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები!!! – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, შოთა ხაბარელი, აშშ-ის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე გაკეთებულ განცხადებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა. მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

“ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები!!! ახალგაზრდების იმ ნაწილს მივმართავ, ვინც აქციაზე დადიოდა: ჩვენო შვილებო, ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა?! ხედავთ რამხელა ამბავი ატყდა ლომჯარიამ და გიგაურმა დეკლარაცია რომ არ შეავსონ?!

ხვდებით რა გეგმები ეშლებათ ამით და რამხელა ბოროტება იმალება ამ ყველაფრის უკან?! კანონზე, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად აქვთ დღემდე ამერიკელებს, ისინი თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას გისანქცირებენ!.. თავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების წინააღმდეგ გამოგიყვანეს ქუჩაში! ვითომ ანტირუსული კამპანიით საბჭოთა კამპანიაში ჩაგრთეს! ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს! მოგატყუეს! ნუ იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად ნურც ამ სიტყვებით და ნურც იმით, რომ მოტყუვდით. მხოლოდ გამოუცდელობაა, რითაც ისინი სარგებლობენ. თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ. გავა დრო და ათასჯერ კარგად შეხედავთ, რა რთულია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იმ ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტამდე ოკუპირებულია და მეორე მხრივ, რომლის მართვასაც აგენტურის, და არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ხელით ცდილობენ. რომლის მიმართ ინტერესი პაიკის როლია, რომელიც დიდი ფიგურების ინტერესებს უნდა შეეწიროს!.. ჩვენ კი ამას არ ვუშვებთ, სხვები კი ცდილობენ, ჩვენივე ხალხი დაგვიპირისპირონ მათი “გლობალური ამოცანების” განსახორციელებლად.

ქვეყნის სიმცირე მონობას არ ნიშნავს, სიამაყით და ღირსებით ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ!” – წერს შოთა ხაბარელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები