სამშაბათი, აპრილი 29, 2025

შოთა ხაბარელი-სპორტის თითქმის ყველა სახეობაში გამარჯვება ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო აკეთებს სპორტის მიმართულებით

„ჩვენი ძიუდოისტები ძალიან გვანებივრებენ ბრწყინვალე გამოსვლებით. ევროპის ჩემპიონატზე ახლანდელმა გამოსვლამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა“, – განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შოთა ხაბარელის თქმით, სპორტსმენებმა უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს.

„გარდა იმისა, რომ მოიპოვეს ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი, გუნდურ შერეულ ჩათვლაში,  ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გაიმარჯვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი გოგონების ბრწყინვალე  გამოსვლა. ეს  იყო უპრეცედენტო  წარმატება  ძიუდოს ისტორიაში გუნდურ ჩათვლაში, სადაც გოგონები მონაწილეობდნენ. ეს არის ქართული ძიუდოს უდიდესი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მან ყურადღება გაამახვილა  ხელისუფლების მიერ სპორტის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„სპორტის  თითქმის ყველა სახეობაში ეს  სერიული გამარჯვებები ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო აკეთებს სპორტის მიმართულებით. ყველას გვახსოვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ქვეყანაში სპორტი არის პრიორიტეტი.  ეს არის მოტივაცია და მაგალითი თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სპორტი დაფინანსებული და როგორი პირობები უნდა იყოს  შექმნილი. ის, რომ ინფრასტრუქტურა  ვითარდება, ბიუჯეტი ორმაგდება, გამარჯვებულ სპორტსმენებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემა- ეს გვაძლევს ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს“, – აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკიმ სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი შეაჯამა.„საგანგებო მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ან რეგიონის ქვეყნების ინტერესი, მსოფლიოს ინტერესია. რასაკვირველია, ეს ვიზიტიც დასტური იყო იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში. ზოგადად, რთული სიტუაციაა, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა დავუპირისპიროთ პოზიტივი, რაზედაც დღეს გვქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია მთავრობებს შორის ყველა მიმართულებით ურთიერთობის განვითარება, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურის მიმართულება, ნებისმიერი მიმართულება, მაგრამ მთავარი მაინც არის უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში. ეს ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის თემაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ყაველაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, რის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად...

ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში, - განაცხადა ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად ელოდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშიცაა.„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღევანდელ სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელია ადვოკატთან ერთად უკვე მივიდა.პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 28 აპრილს წარუდგინა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.თავად ნიკა მელია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი იძულებულია რეპრესიები გაზარდოს“.შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მაიკ უოლცი – უკრაინა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში

უკრაინა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გადასახადის გადამხდელების ფული. მაიკ უოლცის განცხადებით, უკრაინაში მილიარდობით დოლარი გაიგზავნა.„კონგრესის წევრი როდესაც ვიყავი, წინა ადმინისტრაციას ჰქონდა ზედამხედველობის ყველა საჭირო მექანიზმი და ახლაც ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა.აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ოვალურ კაბინეტში მიწვევის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსის სიტყვების შესწორების ნაცვლად, წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი, რაც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჯერ დაგვაყადაღეს, ახლა ჩხრეკაზე შემოვიდნენ, შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ, ბორკილს დაგადებთ

ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები-შემდეგ ეტაპზე, სავარაუდოდ ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ და ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, როდესაც პროკურატურამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა.ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ტექნიკა.„წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი. ვფიქრობ, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. როდესაც მივხვდი, რომ ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რათა ტელეფონი წაერთვათ, მე მივეცი, რადგან საბა იყო სახლში. არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. ყველაზე სერიოზული რეაქცია, რაზეც ჰქონდათ ეს იყო „ლაივი“. ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდობა არ მქონდა. ეს იყო ჩემი დაცვა მანამ, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ „ლაივს“ არ გავთიშავდი. იცით, ძალიან საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი. პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. სუს-ი ეუბნებოდა, რა უნდა ექნა პროკურატურას. ისინი ანიშნებდნენ, პროკურატურა იმის მიხედვით მოქმედებდა.მთავარი ამბავი იყო ფონდის დოკუმენტაცია. ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოებით დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული. ტექნიკაც ამოიღეს. ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება. ამოიღეს ე.წ. ფლეშკები, რომელიც ჩემი შვილის არის.ჯერ დაგვაყადაღეს და გვითხრეს გაჩერდით, შეჩერდით და არ შევჩერდით. ახლა მეორე ეტაპი იყო, ჩხრეკაზე შემოვიდნენ, მითხრეს, რომ კიდევ შეჩერდით. მე არ შევჩერდები. ახლა შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ, ბრალს წამიყენებენ, პროკურატურაში დამიბარებენ საზეიმოდ, შემდეგ ისევ არ შევჩერდები. ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ.რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.ცნობისთვის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დასრულდა. საცხოვრებლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები - "რუსებო"; "მონებო".პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში დღეს, დილით შევიდნენ. უწყების წარმომადგენლებმა ასევე, რამდენიმე აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს.პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

ბოლო სიახლეები