სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არ შეესაბამება სიმართლეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.

რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.

აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან – ელდინო საღარაძე

„საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან...“,  -  ამის შესახებ მსახიობმა, ელდინო საღარაძე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ალის ვაიდელი – ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს

ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ვაიდელმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მშვიდობისადმი ერთგულებისთვის.„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, მშვიდობისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქვენს დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ თქვენი ქვეყანა და თქვენი მთავრობა სწორ გზაზეა. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ შეიძლება, მშვიდობის დამყარება ევროპაში და როგორ შეიძლება ჩვენი კონტინენტის დაყოფის პრევენცია და დაძლევა“, – განაცხადა ვაიდელმა.

აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს, რა კავშირი აქვს...

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – „განაგრძე ოცნება“. სულიერი ლიდერი მკაცრად აკრიტიკებს შეერთებული შტატების ლიდერს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის გადასაწყვეტი არ არის, ექნება თუ არა ირანს, ბირთვული მრეწველობა.„იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, რომ წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს? რა კავშირი აქვს აშშ-თან იმას, ექნება თუ არა ირანს ბირთვული შესაძლებლობები? ასეთი ჩარევა მიუღებელი, არასწორი და მჩაგვრელია“, – ამბობს ხამენეი.აიათოლა ალი ხამენეი ასევე საუბრობს ბირთვულ შეთანხმებაზე.„აშშ-ის პრეზიდნეტი ამბობს: „მინდა ირანთან შეთანხმების გაფორმება“. იძულებითი შეთანხმება არ არის შეთანხმება, ეს თავს მოხვევაა. ირანელი ხალხი ამას არ დაექვემდებარება. ირანზე ზეგავლენას ვერ იქონიებთ ისე, როგორც სხვა ქვეყნებზე“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს ამერიკის ქალაქებში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ეხმაურება.„თუ ასეთი ძლევამოსილია, დაამშვიდოს მილიონობით ადამიანი, რომლებიც ამერიკის ყველა შტატში მის წინააღმდეგ გამოდიან“, – აცხადებს ჰამენეი.

ცოტნე ანანიძე: გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, რომელიც ძალიან რთულია იმ გზის შემდეგ, რაც ამ პარტიამ გაიარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოების ტრიბუნის გამოყენებას.როგორც ანანიძემ განაცხადა, ბოიკოტი ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო.„ოპოზიცია 2024 წლიდან არის თვითგანადგურების რეჟიმში. ცხადია, ბოიკოტიც ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო იმიტომ, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები, არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ თვითგანადგურების გზას ირჩევდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, ბოლოს 4 ოქტომბერი, რაც შეფასებების ნაწილში, მგონი, თვალნათელია და არის ცალსახა.რაც შეეხება ბოიკოტის შეწყვეტას, ეს არის მცდელობა, მოხდეს პოლიტიკური რეინკარნაცია, რომელიც ძალიან რთულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კონკრეტულად ამ პარტიამ გაიარა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

მიხეილ დუნდუა: საქართველო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა „ქრონიკასთან“ საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაზრდას აფასებს.„საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც დაფუძნებულია ექსპორტის ინვესტიციების მოხმარების გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით.“, - აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-სექტემბერში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ბოლო სიახლეები