გარყვნილი ქმედება შიდა ქართლში.
პოლიციამ 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.