შვიდი თვით ადრე ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა ბიძინას და „ოცნების“ გეგმაა, რომ ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან გადაიტანოს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ დღეს მთავარი პრიორიტეტია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
„ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა შვიდი თვით ადრე არის ბიძინას და „ოცნების“ გეგმა – გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტი!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.