შაბათი, მაისი 31, 2025

შვეიცარიაში მყინვარის ჩამოშლამ სოფელი გაანადგურა – დაკარგულია ერთი ადამიანი

შვეიცარიაში, მყინვარის ჩამონგრევის შედეგად, სოფელი ბლატენი ნაწილობრივ განადგურდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბირჩის მყინვარის ჩამონგრევის საშიშროების გამო, სოფელი რამდენიმე დღის წინ ევაკუირებული იყო, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ბევრი სახლი მთლიანად განადგურებულია.

ბლატენის მერის, მათიას ბელვალდის განცხადებით, “წარმოუდგენელი მოვლენა მოხდა”, მაგრამ პირობა დადო, რომ სოფელს ჯერ კიდევ აქვს მომავალი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, შვეიცარიის არმიის კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის დანაყოფისგან დახმარება ითხოვა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე შვეიცარიის მთავრობის წევრებიც ჩავლენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ამდენი წლის ექიმი ვარ და ნიკასთვის გირაოს გადახდა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ამიკრძალა… ” – ანზორ მელია

გვი­ან ღა­მით, ლი­სის ტბის ასახ­ვევ­თან "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა. მე­ლია სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში - “ორ ცე­ცხლს შუა“ - მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით მი­ე­მარ­თე­ბო­და.რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია ამ­ბობს, მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა, ხოლო მა­ლე­ვე ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პირი, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­მოჩ­ნდნენ. დაც­ვის წევ­რებს წა­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ამო­ი­ღეს ჩი­პე­ბი და გა­და­აგ­დეს. მე­ლია ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით წა­იყ­ვა­ნეს.მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბა ნიკა მე­ლი­ას მამა, ექი­მი ან­ზორ მე­ლია:“სას­წა­უ­ლია რაც გა­ა­კე­თეს, ბავ­შვი შე­მე­ცო­და, სან­დრო... ასე ამ­ბობს, კი მაგ­რამ ხვალ უნდა და­ე­ჭი­რათ და დღეს რა­ტომ და­ი­ჭი­რე­სო? ნი­კამ მშობ­ლე­ბი მოგ­ვამ­ზა­და ამ და­ჭე­რის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ლო­დით მის და­ჭე­რას. მი­თუ­მე­ტეს როცა კაცი დი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დის, მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, როცა კაცი მი­დი­ო­და გა­და­ცე­მა­ზე და გა­ი­ტა­ცეს, ეს არ არის და­პა­ტიმ­რე­ბა. რა სა­ჭი­რო იყო?! ძალა უნ­დათ, რომ აჩ­ვე­ნონ. ამ დროს ეს სი­სუს­ტეა. ამ­დე­ნი წლის ექი­მი ვარ და ნი­კას­თვის გი­რა­ოს გა­დახ­და არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სას­ტი­კად ამიკ­რძა­ლა" - ამ­ბობს ან­ზორ მე­ლია.

მიხეილ ყაველაშვილი – ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, ჰქონდეს მაგარი ქვეყანა, უამრავი გამოწვევაა, მაქვს ხედვები, იდეები და მივყვებით პროცესებს

ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, ჰქონდეს მაგარი ქვეყანა, უამრავი გამოწვევაა, მაქვს ხედვები, იდეები და მივყვებით პროცესებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.ყაველაშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა, „რა რჩება გამოწვევად, რომლის გადაჭრასაც ისურვებდით თქვენი პრეზიდენტობის პირობებში?“.„გულწრფელი ვარ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ადვილად შეგვიძლია, ერთმანეთს მტრობა გამოვუცხადოთ. გინდ ლიტერატურული ნაწარმოები მომიყვანეთ მაგალითად, გინდ ისტორიული, სამწუხაროდ, ეს ნაკლი გვაქვს, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. სუვერენიტეტის გამყარება რომ დაიწყო და ეს დაინახა საზოგადოებამ, დაინახა, საკუთარი ხელისუფლება ეროვნული ინტერესიდან იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ დაუდგა გვერდით. რა თქმა უნდა, დიდი იმპერიების ქვეშ სულ ვიყავით და გვიწევდა რაღაცების ლავირება, მაგრამ როგორც კი პატარა შანსი ჩნდებოდა, საქართველო თავისუფალი ყოფილიყო, ყველაფერს ტოვებდა და ყოველთვის ყველაზე წინ აყენებდა ამას. დღეს ეს შესაძლებლობა გაჩნდა, ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ და დაინახა საზოგადოებამ, რომ ეს ღირებულია, კარგად ხორციელდება, ამ ყველაფერს პერსპექტივა აქვს და კიდევ უფრო განვითარებადია. პრინციპში, მართლდება ის, რასაც ამბობდა ხელისუფლება, თანმიმდევრულობის თვალსაზრისით. რაც თქვა, ის გამართლდა, რა გამოწვევაც იყო, ამაზეც გააფრთხილა საზოგადოება. ხელისუფლება რასაც ამბობს, ის ყველაფერი ერთი ერთში გამართლდა. რას უზამენ ახლა ამ ეკონომიკურ განვითარებას, გაიხსენეთ შეფასებები, ჩამოიქცევაო.ოპოზიციის ქმედებები არის სულ მტრული, ეს ხომ კრიტიკა არ არის, რაღაც უკეთესის წარმოჩენა, არსებულზე ამბობს, არ არსებობსო, გეუბნება, ქართული ხელისუფლება არ არის, რუსულიაო. ეს არ არის ოპოზიცია. ამ ფონზე საზოგადოება, ჭკვიანი ქართველი, ჯერ კიდევ ვსწავლობთ ერთმანეთს. ძალიან დიდი დროა გასული იმის შემდეგ, როცა გქონდა თავისუფლება. ახლა კიდევ ვსწავლობთ, რამხელა შესაძლებლობები აქვს საქართველოს. შესაძლებლობებს როგორც კი აძლევ ჩვენს სპორტსმენებს, ჩანს, რამხელა წარმატებებს აძლევენ. ანალოგიურად, ქვეყანასაც იგივე შესაძლებლობები აქვს. წარმოუდგენელია, სხვანაირად იყოს. თითქმის სპორტის ყველა სახეობაში წარმატებაა. ესე იგი, ქართველში ეს ზის, ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ იყოს მაგარი და გააკეთოს აქცენტი მის განვითარებაზე, ჰქონდეს მაგარი ქვეყანა. ამისთვის მოწადინებულია და რაში გვაკარგვინებენ დროს? რა უქნეს ამ ახალგაზრდებს, სად წაიყვანეს და აღარ გამოჰყავთ ამ სიძულვილიდან, ზიზღიდან. ამაზე მიკვდება გული.მაქვს რაღაც ხედვები, იდეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ნელ-ნელა ამ პროცესებს მივყვებით. უამრავი გამოწვევაა, ნარკომანიაზე იყო საუბარი, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ხომ ვხედავთ, სპორტს რა ძალა აქვს. უნდა ვიცოდეთ იდეალურ წარმოდგენაში, ქართველი პიროვნება როგორი უნდა იყოს, როგორი საქართველო გვინდა და ამ საქართველოს დამცველი ვინ უნდა იყოს,  ეს ქართული პიროვნება რას უნდა წარმოადგენდეს. უნდა იყოს ოჯახური ღირებულებების, სარწმუნოების, თავისი ქვეყნის პატრიოტი, პასუხისმგებელი თავის ქვეყანაზე, განათლებული, თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე, კონკურენტუნარიანი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის და ქვეყნის მიმართ, რომელიც თავის ქვეყანას დაიცავს. ეს არის საზოგადოება. ამ პოლიტიკურ პროცესს შემდეგ სჭირდება საზოგადოების მხრიდან დაცვა. ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი და არა იმ კატასტროფასა და ზიზღზე, რომელსაც აღვივებენ და ხელოვნურად არის გამოწვეული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

სპეცოპერაცია იტალიაში – დაკავებულია მინდია ლავასოღლი

იტალიაში ქართველი „კანონიერი ქურდის“ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა.დაკავებულია მინდია ლავასოღლი.მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია იტალიის სპეცრაზმმა, საჰაერო პოლიციამ და სასაზღვრო პოლიციამ და საერთაშორისო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად კოორდინაციით ჩაატარეს.

დონალდ ტრამპმა ილონ მასკს ხის ყუთში ჩადებული ოქროს გასაღები აჩუქა

თეთრს სახლში ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია ტრამპის გამოსვლით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ილონ მასკს გაწეული სამსახურისთვის. ტრამპმა აღნიშნა, რომ ილონ მასკმა ფუნდამენტური ცვლილებები მოახდინა სახელმწიფო მოხელეების მუშაობის სტილზე.„ყველა ფედერალური დეპარტამენტის უფროს რგოლებში აზროვნება ნამდვილად შეიცვალა“, – თქვა ტრამპმა.დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიოში დღემდე ყველაზე დიდი ბიზნესმენია. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მასკის დამსახურებით უამრავი უსარგებლო და არასაჭირო კონტრაქტის შეწყვეტა მოხდა და ამჟამად კიდევ ბევრი სხვა კონტრაქტი განიხილება.ტრამპის თქმით, მასკი რეალურად არ მიდის და ის მათ გვერდით იქნება და მათ რჩევებს მისცემს."მე აქ ვიზიტს გავაგრძელებ და პრეზიდენტის მეგობარი და მრჩეველი ვიქნები“, – აღნიშნა მასკმა.ტრამპმა მასკს ხის ყუთში ჩადებული დიდი ოქროს გასაღები აჩუქა და აღნიშნა, რომ ასეთ საჩუქარს ქვეყნის სახელით მადლობის ნიშნად მხოლოდ „განსაკუთრებულ ადამიანებს“ აძლევს.

საქართველოში 31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება

საქართველოში 31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნებადამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ჩვენმა ქვეყანამ არაერთი უმძიმესი ეტაპი გაიარა. ამ გზაზე მეტად საპასუხისმგებლო და ურთულესი მისია ჰქონდა ქართულ პოლიციას, რომელმაც ღირსეულად, ქართველ ხალხთან ერთად, დაძლია სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები

ბოლო სიახლეები