შვეიცარიაში, თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას reuters-ი შვეიცარიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი შვეიცარიიდან დანიის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფა ორშაბათს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა მათ დაადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
თვითმფრინავი შვეიცარიაში დანიიდან 13 მარტს ჩაფრინდა და ჩამოვარდნის დროს დაბრუნების რეისს ასრულებდა.