ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

შვედეთი 2030 წლისთვის შიგაწვის ძრავებს კრძალავს

შვედეთი 2030 წლისთვის შიგაწვის ძრავის მქონე მანქანების გაყიდვას აკრძალავს. ამ  ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ეს არის შვედეთის ახალი ხელისუფლების პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი. შესაბამისად, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა და კლიმატის შესახებ პარიზის შელშეკრულების პირობების შესრულება ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტების ჩამონათვალში სახელდება. “შვედეთი უნდა გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული და აღარ გამოიყენებს საწვავს,” – განაცხადა შვედეთის პრემიერმინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა  სტეფან ლიოვენმა, როდესაც მან სტოკჰოლმში თავისი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

“თუმცაღა მავნე ნარჩენენების  რადიკალური შემცირებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით შვედეთი პირველი ვეღარ იქნება. ის უკვე მეათე ქვეყანაა, რომელმაც დაასახელა კონკრეტული თარიღი, როდესაც შეწყდება ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების რეგისტრაცია”- განაცხადა Greenpeace-ის  გერმანული განყოფილება წარმომადგენელმა, მარიონ ტიმანმა. შვედეთამდე 5 წლით ადრე, უკვე 2025 წელს გეგმავს შიგაწვის ძრავიან მანქანებზე უარის თქმას ნორვეგია. აქ 2018 წელს გაყიდული ყოველი მეორე მსუბუქი მანქანა ელექტროა.

2030 წელს კი შვედეთი აღმოჩნდება ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა დანია, ისრაელი, ირლანდია,ისლანდია, ნიდერლანდები და საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი. თითოეულმა მათგანი შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე უარის თქმას უახლოესი 10 წლის განმავლობაში აპირებს. უფრო მეტიც, ამავე თარიღს ასახელებს ჩინეთი, რომელიც ელექტრომობილების გაყიდვის მიმართულებით უპირობო მსოფლიო ლიდერია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, მათ გაეცემათ შესაბამისი პასუხი

საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ, – ამის შესახებ დღეს მედიასთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისასგანაცხადა.მისი თქმით, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.„არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებსა და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. მათ გაეცემათ სათანადო პასუხი და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს – გიწვევთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას

პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ელინა ვალტონენი პოსტში აღნიშნავს, იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივების არჩევის შესაძლებლობით.„ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება. ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის განუყოფელი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის. ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მე გიწვევთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო კობახიძე, ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი შეხვედრა თბილისში გადატვირთული გრაფიკის გამო გავაუქმე“, – წერს ელინა ვალტონენი. 

ზურაბ ქადაგიძე: საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ-მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში “დემოკრატიის უკან დახევა”?

"ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად", - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ამერიკაში უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური და მედიური სტრუქტურების კონტროლი ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევა, თუმცა, როცა იმავე საკითხზე საუბარი საქართველოში იწყება, ეს მაშინვე დემოკრატიის უკან დახევად ფასდება."ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად. იქ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ღიად განაცხადონ ვის ინტერესებს ემსახურებიან, მაგრამ საქართველოში, იგივე მიდგომა უცებ "საფრთხედ" იქცევა, თითქოს თავისუფლებას ზღუდავდეს. საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ - მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში - "დემოკრატიის უკან დახევა"? რატომ არის ამერიკაში კანონი გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო საქართველოში - საფრთხე? თურმე ამერიკა ამ ფედერალური აქტით სახელმწიფოს იცავს, ხოლო საქართველოს არ აქვს უფლება საზოგადოება დააზღვიოს გარე საფრთხეებისგან... იმიტომ, რომ - საქართველო უნდა დარჩეს ბუფერულ ზონად "დიფ სთეითის" ხელში, სადაც ათასი რჯულის აგენტი, პროვოკატორი და გავლენის რეზიდენტი, უკონტროლო დაფინანსებას მიიღებს, სხვადასხვა პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად", - წერს ქადაგიძე.

თბილისის აეროპორტში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების  მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შალვა პაპუაშვილი – ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა?...

ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, პაპუაშვილის თქმით, კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია.„4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა. 4-ში კი ყველა მისულმა მოისმინა კითხვა – გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა, და ყველამ შესძახა – კი. წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა. შემდეგ იქნება სასახლის შტურმი, ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, გაპარული ლიდერები, 25 დაშავებული პოლიციელი და მათ გმირობაზე კისერწატეხილი გადატრიალება. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ „ხალხის მდინარეში“ ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა. ამ ვიდეოში სხვა ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ, ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში, ოთხ საათზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხვეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები